პროექტრის სათაური:
წყალი-სიცოცხლის საწყისი
|
სკოლა/კლასი: სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ
ილიაწმინდას საჯარო სკოლა
VII კლასი
|
პროექტის ავტორი: ქეთევან ლეკიაშვილი ვადები:
1/03/2019-28/03/2019
პროექტის ავტორის ტელეფონი და ელფოსტა - ტ. 577640210
k.lekiashvili@gmail.com
ე.სგ,-სთან შესაბამისობა:
|
|||||||||||||||||||||||||
მიმართულება ცოცხალი სამყარო
ბუნ: VII.13 მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების
შესახებ მსჯელობა
მიმართულება მეცნიერული კვლევა ძიება.
ბუნ: VII.3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
|
|||||||||||||||||||||||||
სწავლის შედეგები
|
|||||||||||||||||||||||||
მოსწავლე:
* მოიძიებს და აანალიზებს ინფორმაციას
წყლის მნიშვნელობისა და უნიკალურობის
შესახებ ყოფა-ცხოვრებაში,მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში
მოჰყავს წყლის ბუნებრივი გაფილტვრის მაგალითები
*იყენებს სხვადასხვა ხერხს
(ცხრილი ,სია)მონაცემთა
წარმოსადგენად
*იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
|
|||||||||||||||||||||||||
პრობლემის აქტუალობა:
ხმელეთის 70% წყლით არის დაფარული. ამ წყლის 97% ოკეანეებსა და ზღვებშია თავმოყრილი და, შესაბამისად, მარილიანია, ამიტომ სასმელად უვარგისი. 3% მტკნარია, თუმცა აქედანაც მხოლოდ 0,3% მოდის მდინარეებსა და ტბებზე, დანარჩენი კი მყინვარებზეა ლოკალიზებული.თემის აქტუალურობა გამომდინარეობს იქიდან,რომ
მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტია, რადგან ნაკლებია სასმელი
წყლის რესურსები.ევროპის ბევრ ქვეყანაში სასმელ წყალს ყიდულობენ
მაგ: საბერძნეთში, ისრაელში , კენიის დედაქალაქ
ნაირობში წყალი ღირს 10-ჯერ მეტი ,ვიდრე ნიუ-იორკში . ლოს
-ანჯელესში სასმელი წყლის 1 ლიტრიანი ბოთლი, სვაროვსკის თვლებითაა მოჭედილი და ღირს 90 $(დოლარი),რითაც წყლის უნიკალური თვისეებს უსვამენ ხაზს.
ცხოვრების
მანძილზე ადამიანი სვავს 38 ტონა წყალს და საყოფაცხოვრებოდ ყოველ დღე იყენებს
80-100 ლიტრ წყალს, როცა შუასაუკუნეების ადამიანი დღე-ღამეში იყენებდა 5ლ.წყალს.
მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად 80 მლნ კაცით იზრდება. ბუნებრივია, ეს წყალზე მოთხოვნასაც ზრდის ,თუმცა სასმელი წყლის რესურსები ძალიან
ცოტაა დედამიწაზე..
თუ დღეისთვის მოსახლეობის 40% განიცდის წყლის დეფიციტს, 2025 წლისთვის უკვე მისი 2/3 შეეჯახება ამ პრობლემას.სუფთა სასმელი წყლის დეფიციტის გამო ყოველდღიურად კვდება 4500 ბავშვი. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა.
ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია.
წყალი უნიკალური სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებაა
და
არც ერთი სასიცოცხლო პროცესი არ ხდება
წყლის მონაწილეობის გარეშე.
წყალი
ცოცხალი ორგანიზმებისთვის არის გარემოც და უშუალოს მონაწილე ნივთიერებაც.ორგანიზმიდან
წყალს გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები,მავნე ნივთიერებები და წყლის ნაკლებობა
ორგანიზმში ბევრი დაავადებას იწვევს.
მრეწველობის
ყველა დარგის განვითერებაც ხომ წყლის რესურსებზეა დამოკიდებული.
მე-7 კლასის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოში მწირია წყლისა და მისი გამოყენების
შესახებ ინფორმაცია . შედეგად,მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი უფრო მეტი გაეგოთ
წყლის თვისებების დანიშნულებისა და გამოყენების
შესახებ.
|
კვლევის მიზანი:
მოსწავლემ სიღრმისეულად შეისწავლოს: *წყლის თვისებები და გააცნობიერონ
მისი
მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
*დაიცვას და მოუფრთხილდეს სასმელ წყლის რესურსებს.
* ხელი შეუწყოს მოსწავლეებში
კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური უნარ- ჩვევების განვითარებას
*შეძლოს პრეზენტაციის
საშუალებით სხვთა ინფორმირება წყლის უნიკალურობის,მისი მნიშვნელობის და საჭიროების
შესახებ.
|
||||||||||||||||||||||||
რესურსები: თაბახის ფურცლები, მარკერები, ისტ-ი, ენციკლოპედია.
ფლიფჩარტები, ლაბორატორიული ჭურჭელი, ჭუჭყიანი სუფრის მარილის წყალხსნარი
|
|||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს
გაუღრმავებთ ცოდნას პრობლემის აქტუალურობის შესახებ და გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, ერთად მუშაობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეები გაააცნობიერებენ წყლის როლს ადამიანის ორგანიზმში სოფლის მეურნეობასა
და წარმოებაში და იმსჯელებენ სასმელი წყლის
დეფიციტით გამოწვეულ საფრთხეებზე, რაც საშუალებას
მისცენთ დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
|
|||||||||||||||||||||||||
პროექტის/აქტივობის გეგმა
|
|||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის
შექმნის იდეას, რის შემდეგაც შემუშავდება სამუშაო გეგმა,განისაზღვრება შესასრულებელი
აქტივობებისთვის დრო,რესურსები. მოსწავლეთა შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით გადანაწილდება
შესასრულემელი აქტივობები.
კერძოდ :
I ეტაპი: მოსწავლე
წინასწარ შედგენილი კითხვარის გამოყენებით
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ჩაატარებს გამოკითხვას იმის შესახებ,თუ რა ინფორმაციას
ფლობენ წყლის შედგენილობის, თვისებების , გავრცელებისა და გამოყენების
შესახებ ბუნებაში.(1 კვირა)
II ეტაპი: ამ ეტაპზე
მოსწავლეები ეწვევიან სამედიცინო პუნქტს, სადაც ექიმებისგან
მოისმენს მნიშვნელოვან ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმში წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობის
შესახებ.(1 კვირა)
III ეტაპი.
მოსწავლეები ერთობლივად მოპოვებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოიძიებენ
ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ სანდო წყაროებს წყლის უნიკალური თვისებების
და მისი გამოყენების შესახებ სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში (1 კვირა)
IV ეტაპი:
ჩაატარებენ ქიმიურ ექსპერიმენტს- ნარევების დაყოფის მეთოდების გამოყენებით სასმელი წყლის მიღების მიზნით გაასუფთავებენ ჭუჭყიანი სუფრის მარილის წყალხსნარს. (1 კვირა)
წინასწარ განსაზღვრული დროის
განმავლობაში მოპოვებულ ინფორმაციებს მოსწავლეები
გაამთლიანებენ და წარმოადგენენ( PowerPoint-ში)
გამზადებული პრეზენტაციის ელექტრონულ ვერსიას , გააცნობენ თავიანთ
ნამუშევარს სხვა კლასის მოსწავლეებს, უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს,რაც საშუალებას
მისცემს მათ გააანალიზონ საკითხი,გააცნობიერონ
თემის აქტუალურობა და დააკავშირონ
ყოველდღიურ ცხოვრებისთან.თემის განხილვის შემდეგ გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.
|
|||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა ცოდნის,ასაკის,ინტრერესისა და გამოცდოლების
გათვალისწინება:
პროექტში მონაწილეობენ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებიც აღნიშნული
თემის შესწავლის დროს აქტიურად
ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, დაძლევენ პრობლემას,რადგან თემა
შეესაბამება ე.ს.გ. სტანდარტს და ამავდროულად მათ ინტერესეს და
შესაძლებლობებს.
|
|||||||||||||||||||||||||
პროექტის სტრუქტურა
|
|||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებს თემის ღრმად გააზრებაში დაეხმარებათ შემდეგი თემატური კითხვები:
1. რა იცით წყლის გავრცელებისა და სასმელი წყლის რესურსების
შესახებ ბუნებაში?
2. რა ფუნქცია
აკისრია წყალს ცოცხალ ორგანიზებში და რას იწვევს მისი ნაკლებობა?
3.რა გზას გაივლის სასმელი წყალი მიწის წიაღიდან ჩვენს
ონკანამდე და რა ხერხებით ასუფთავებენ მას ქიმიურ ლაბორატორიაში?
5.რა საიდუმლოს მალავს წყალი?
5. როგორ გავუფრთხილდეთ
წყლის რესურსებს?
6. რა როლი აქვს წყალს სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში?
|
|||||||||||||||||||||||||
მონიტორინგი -პროექტის
მიმდინარეობისას მასწავლებელი არის
ფასილიტატორის როლში, იგი თვალს ადევნებს მოსწავლეთა საქმიანობას,თუმცა
მოსწავლეები პერიოდულად, კვირაში 1-ჯერ
შეიკრიბებიან პროექტის ხელმძღვანელთან და ჩააბარებენ ანგარიშს გაწეული
სამუშაოს შესახებ. მიიღებენ საჭირო რეკომენდაციებს შესასრულებელი დავალების
შესახებ.
შუალედური შიდა მონიტორინგის (თვითშეფასების) მუდმივი წარმოება პროექტის მონაწილეებს დაეხმარება, დაინახონ მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, გამოასწორონ ისინი, შეძლონ დასახული ამოცანების ადაპტირება, ეს კი ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველი შედეგის მიღებას.
|
|||||||||||||||||||||||||
პროექტის
შესაძლო რისკები და ხარვეზები -მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია ინტერნეტ-სივრციდან უნდა მოიძიონ.
ელექტროენერგიის მიწოდებისას ან ინტერნეტთან წვდომის დროს შესაძლოა შეხვდეთ
შეფერხება და პროექტი დროში გაიწელოს. პროექტის დასრულების ვადა ამის გათვალისწინებით
გაიწერება.
შესაძლებელია რომელიმე მოსწავლის
ავადმყოფობამ დროებით შეაჩეროს სამუშაო
პროცესი (ვირუსების გავრცელების გამო) .
შესაძლებელია დროულად ვერ
მოხერხდეს სამედიცინო პუნქტთან დაკავშირება ერომების დატვირთული სამუშაო რეჟიმის
გამო.
ექსპერიმენტის დროს აუცილებლად
მივაქცევ ყურადღებას მოსწავლეთა ცოდნას ლაბორატორიაში ჩატარებულ სამუშაოებთან და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებით.
|
|||||||||||||||||||||||||
შეფასება
პროექტის შეფასების სქემა; ექსპერიმენტის
შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1.მიზანი 2.კვლევის გეგმის შემუშავება,3.საკითხთან
დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება 4.მონაცემთა ღრიცხვა პრეზენტაცია
ექსპერიმენტის შეფასების
კრიტერიუმები: 1.კვლევის მიზნის განსაზღვრა, 2. აღწერს კვლევის
მიმდინარეობის ეტაპებს 3.კვლევის შედეგის ვარაუდი 4.მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი
5.დასკვნის გამოტანა. 6.იცავას უსაფრთხოების
წესებს
დავგეგმეთ და განვახორციელეთ საგანმანათლებლო
პროექტი ,,წყალი-სიცოცხლის საწყისი“
პროექტში მონაწილეობა მიიღო მე-7 კლასის მოსწავლეებმა,რომლებმაც პროექტის აქტივობები
ერთმანეთთან შეთანხმებით დაგეგმეს მიზნის მისაღწევად, როგორც ინდივიდუალურად
ასევე წყვილებში.
აღწერილი
გეგმის მიხედვით გადანაწილდა დავალებები. გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
და შესაძლებლობები. მოსწალეებს მიეცათ ინსტრუქციები. დაიგეგმა შეხვედრების
დღეები. მოსწავლეებმა მოიძიეს
შესაბამისი ინფორმაცია, დაახარისხეს ვიზუალური მასალებით გაამდიდრეს.მონცემები
აღრიცხეს და ელექტრონულად წარმოადგინეს PowerPoint-ში.
მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა
საძერწი თიხისა და ასანთის ღერების საშუალებით შექმნეს წყლის მოლეკულების
მოდელები.
ექიმებიდან ვიზიტი მოსწავლეებისთვის სახალისო და
საინტერესო ღმოჩნდა, საუბარში
მოსწავლეებმა ბევრი ისეთი ინფორმაცია მოისმინეს,რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოადგებათ.მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი
-წყალი ადამიანის ორგანიზმში,სადაც წარმოადგინეს ცხრილების სახით წყლის როლი და
შემცველობა ადამიანის ასაკის გათვალისწინებით.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს წყლის იდუმალ
თვისებებს თხევად და გაყინულ მდგომარეობაში, მის უნარს, დაიმახსოვროს
ინფორმაცია,შეისწავლეს წყლის მოლეკულების ემპათიური ბუნება და მათი
მგრძნობელობა სხვადასხვა მოვლენის
დროს(სიკეთესა და ბოროტებაში,ლოცვასა და წყევლაში)
მოსწავლეებმა ეტაპობრივად მოძიებული მასალა
გაამთლიანეს და თემის პრეზენტაცია წარმოადგინეს
ელექტონული სახით Power Point-ში,ამ აქტივობას მოსწავლეთა მხრიდან დიდი
ძალისხმევა დაჭირდა,რადგან დიდ დროს ანდომებდნენ მათთვის სასურველი შინაარსის
ინფორმაციის მოძიებას და მისი შესაბამისი ვიზუალური მასალით გაფორმებას, თემა
შინაარსობრივად გამართული და ლოგიკურად თანამიმდევრულია.სლაიდებზე წარმოდგენილი
ფოტო-მასალა საკითხის ვიზუალურად აღქმასა და გააზრებას უწყობს ხელს.
პრეზენტაცია სანდო წყაროზე იყო დაყრდნობილი,
სხვადასხვა კუთხით გაშუქებული, არ ტოვებს ბუნდოვანების განცდას.
პროექტი იყო ინტერაქტიული. სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის შრომატევადი
და საინტერესო იყო, ისინი ცდილობდნენ დასახული მიზნის განხორციელებას
თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდა, რომელიც ითვალისწინებდა სასმელი წყლის გასუთავებას მინარევებისგან,რაც
სახალისო აღმოჩნდა მათთვის.
მე-7
კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი ,,წყალი სიცოცხლის საწყისი“ იძლევა სხვადასხვა საგნის ინტეგრაციას. მაგ: საგნების ქიმია -ბიოლოგია-გეოგრაფია-ისტი.ამავე
დროს ამ საგნის მასწავლებლებისათვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან ხელს უწყობს
თანამშრომლობას და პროექტის ეროთობლივ ფასილიტაციას.
პროექტით სწავლება ხელს უწყობს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.ისინი დაინტერესებულნი არიან საკუთარი შრომის შედეგით.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.ამ
დროს იცვლება ურთიერთობა მოსწავლეთა შორის,ისინი სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას
და დაცვას,სხვისი აზრის მოსმენას,.პროექტული სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეთა
მიზნების მიღწევაზე,აყალიბებს არა ერთ უნარ-ჩვევას
და ამიტომაცაა ესოდენ ეფექტური.
პროექტის თემა აქტუალურია და საინტერესოა სხვებისთვისაც,რადგან სასმელი წყლის რესურსები 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს
,მისი დეფიციტის გამო. მსმენელებს აუმაღლდათ ცნობიერება არამარტო წყლის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ,არამედ
დარწმუნდნენ წყლის რესურსების დაცვის და მის რაციონალური გამოყენების აუცილებლობაში.
სასწავლო პროექტის მიზანი ჩავთვალე მიღწეულად ,თუმცა ვთვლი რომ ასეთი
პროექტები მრავალჯერ უნდა გავახორციელო,რათა სამომავლოს მოსწავლეებმა გამოასწორონ
ხარვეზემი ,დახვეწონ ისტ-ის გამოყენების , ხატვის და პრეზენტაციის უნარები.
პროექტის მიმდინარეობისას სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტო მასალა და პროექტის შეფასების რუბრიკა მოცემულია შემდეგ
ბმულზე:
ketevanlekiashvili.blogspot.com
გამოყენებული ლიტერატურა:
1.საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების საფუძვლები მე-7 კლ:
რედაქტორი: დიანა ყასუმაშვილი
2.ი.ს.ტ.
3.პროფესორი ქეთევან კუპატაძის
ნაშრომი:,,სიყვარული ქიმიაა?!“
ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა
|
განსაზღვრავს კვლევის მიზანს
|
2
|
ატარებს/გეგმავს ექსპერიმენტს
|
1
|
გამოთქვამს შედეგის ვარაუდს
|
1
|
აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს
|
1
|
აღრიცხავს და აანალიზებს მონაცემებს
|
2
|
მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგზე, აკეთებს დასკვნებს
|
2
|
იცავს უსაფრთხოების ნორმებს
|
1
|
Комментариев нет:
Отправить комментарий