პროექტრის სათაური:
,,რას მალავენ
ვიტამინები?”
|
სკოლა/კლასი: სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ
ილიაწმინდას საჯარო სკოლა
ХI კლასი
|
პროექტის
ავტორი: ქეთევან ლეკიაშვილი
ვადები: 1/11/2016- 2/12/2016
ვადები: 1/11/2016- 2/12/2016
პროექტის ავტორის ტელეფონი და ელფოსტა - ტ. 577640210
k.lekiashvili@gmail.com
ე.სგ-სთან შესაბამისობა:
|
||||
მიმართულება მეცნიერული კვლევა-ძიება;
კვლ: მე-XI.1. მოსწავლეს შეუძლია კვლევის პროცედურის განხორციელება/მონაცემების
აღრიცხვა
კვლ:მე-XI.3.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
ქიმ.მე-XI.5.მოსწავლეს
შეუძლია ორგანულ ნაერთთა დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა
|
||||
სწავლის შედეგები
|
||||
მოსწავლე:
. მოიძიებს
და აანალიზებს ინფორმაციას
. იყენებს
შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ
ცდას უსაფთხოების
წესების დაცვით
.იყენებს სხვადასხვა ხერხს (ცხრილი ,სია)მონაცემთა წარმოსადგენად
.იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
თვისობრივი და
რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
.აკავშირებს ორგანულ ნაერთთა უმნიშვნელოვანეს თვისებებს
მათ გამოყენებასთან
მედიცინაში,ყოფა -ცხოვრებაში და ტექნიკაში
|
||||
პრობლემის
აქტუალობა: .
ორგანიზმის
ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელია ვიტამინები.ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
პროცესი ორგანიზმში მიმდინარეობს მხოლოდ ვიტამინების მონაწილეობით.ცოცხალ ორგანიზმს
არ აქვს უნარი დამოუკიდებლად დაასინთეზოს ვიტამინები(ორგანიზმში წარმოიქმნება უკიდურესად
მცირე რაოდენობით).ამიტომ საჭიროა ვიტამინების მზა სახით მიღება,რის გამოც საკვები რაციონის სწორად შერჩევას
დიდი მნიშვნელობა აქვს.ვიტამინების დეფიციტი მრავალგვარ დაავადებასთან არის დაკავშირებული,მე-11 კლასის ქიმიის სახელმძღვანელოში ამ თემასთან დაკავშირებით
ძალიან მწირია ინფორმაცია, შედეგად,მოსწავლეებს
გაუჩნდათ სურვილი ,უფრო მეტი გაეგოთ ,,ვიტამინების რაობის“ შესახებ.
|
კვლევის მიზანი:
. ვიტამინების
ქიმიური შედგენილობისა და მათი მნიშვნელობის შესწავლა ადამიანის ორგანიზმში.
.მოსწავლეებმა გააცნობიერონ
მათი დეფიციტით ან და სიჭარბით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგები.
.
C-
და A- ვიტამინის აღმოჩენა საკვებ პროდუქტებში.
. ხელი
შეუწყოს მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური უნარ-
ჩვევების განვითარებას
.შეძლებენ (პრეზენტაციის
საშუალებით) მოსწავლეთა(სხვათა) ინფორმირებას
,,ვიტამინების რაობის“ შესახებ.
|
|||
რესურსები
: თაბახის ფურცლები,მარკერები , კომპიუტერი, პრინტერი,ლაბორატორიული აღჭურვილობა და რეაქტივები.
|
||||
მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა აქტუალური პრობლემის
შესახებ მათთვის მეტად სახალისო და საინტერესო გზით.გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის
მოძიება-დახარისხების, ერთად მუშაობის უნარ-ჩვევები.პროექტით
განისაზღვრება პრობლემის სიღრმისეული წვდომა.
მოსწავლეები აცნობიერებენ ვიტამინების როლს ადამიანის
ორგანიზმში და მათი რაოდენობრივი ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს,
რაც საშუალებას აძლევს მათ იმსჯელონ და დასახონ პრობლემის გადაჭრის
გზები. შეძლებენ განსაზღვრონ საკები პროდუქტების რაციონი ვიტამინების დღიური ნორმის გათვალისწინებით.სამომავლოდ
შეძლებენ მიღებული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში.შეძლებენ
სხვათა ინფორმირებას აღნიშნულ თემის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
|
||||
პროექტის/აქტივობის
გეგმა
|
||||
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის შექმნის იდეას, რის შემდეგაც შემუშავდება
სამუშაო გეგმა.კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად(ჯგუფები შეიქმნება მოსწავლეთა შესაძლებლობების
და ინტერესების გათვალისწინებით). თითოეულ ჯგუფს მიეცემა განსხვავებული დავალებები. კერძოდ :
I
ჯგუფი , წინასწარ შედგენილი კითხვარის დახმარებით, ჩაატარებს გამოკითხვას,
რათა დაადგინოს,თუ რა ინფორმაციას ფლობენ
სხვადასხვა კლასის(სხვადასხვა ასაკის) მოსწავლეები ვიტამინების შესახებ. (1 კვირა)
II ჯგუფი ითვალისწინებს რა პირველი ჯგ.-ის მიერ გამოკითხვის შედეგად მოპოვებულ
ინფორმაციას, მოიძიებს მასალას ,,ვიტამინების
რაობის“ შესახებ და მოახდენს მის ორგანიზებას სქემებისა და ცხრილების დახმარებით. (1 კვირა)
III
ჯგუფი ( პროდუქტების
საკვები ღირებულების და რაციონის დასადგენად) ჩაატარებს ექსპერიმენტს თემაზე:
ა) A-ვიტამინის შემცველობის დადგენა მზესუმზირის ზეთში(FeCl3-ის
1% ხსნარის საშუალებით) და
C-ვიტამინის
აღმოჩენა ვაშლის და ლიმონის წვენში იოდის
5% -იანი ხსნარის საშუალებით)(1.კვირა)
შენიშვნა:შერჩეულია
ისეთი პროდუქტები,რომ აღნიშნული რეაქტივების გამოყენებით კარგად გამოჩნდეს ფერის
ცვლილება.
სამივე
ჯგუფი წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში მოპოვებულ ინფორმაციებს გაამთლიანებენ
და წარმოადგენენ პრეზენტაციის ელექტრონულ ვერსიას (PowerPoint)-ში. დასვამენ კითხვებს,
გაიმართება დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა შექმნის საფუძველს მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ საკითხს, დააკავშირონ ცხოვრებისეულ
მაგალითებთან და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.
|
||||
მოსწავლეთა
ცოდნის,ასაკის,ინტრერესისა და გამოცდოლების გათვალისწინება:
პროექტში
მონაწილეობენ XI კლასის მოსწავლეები,
რომლებმაც აღნიშნული თემის შესწავლის დროს (,,
რას მალავენ ვიტამინები“) დიდი ინტერესი
გამოავლინეს და მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილი გამოთქვეს.
მოსწავლეები
ფლობენ შემდეგ საბაზისო უნარებს:
.ინფორმაციის
მოძიება და ორგანიზება
.კომუნიკაცია
.კვლევა
.თანამშრომლობა
.პრობლემის
გააზრება და სხვადასხვა საკითხთა შორის კავშირების დადგენა.
|
||||
პროექტის
სტრუქტურა
|
||||
მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტში, თემის
ღრმად გააზრებაში ეხმარებათ შემდეგი თემატური
კითხვები,რომლებზე აგებულია პროექტის შინაარსი
და განაპირობებს მის ერთ მთლიანობას. კითხვები:
1.რა იცით ვიტამინების შესახებ?
2.რომელი ვიტამინებია თქვენთვის ცნობილი?
3. რა ფუნქცია აკისრია ვიტამინებს ადამიანის ორგანიზმში?
4. როგორია ვიტამინების ქიმიური შედგენილობა?
5. რა სახის ვიტამინებია დღეისათვის ცნობილი?
6.როგორ შევივსოთ ვიტამინების დეფიციტი?
7.რას იწვევს ვიტამინების
რაოდენობის ცვლილება(მეტობა ან ნაკლებობა) ადამიანის ორგანიზმში და როგორ ავიცილოთ
თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები?
|
||||
მონიტორინგი -ჯგუფები
პერიოდულად, კვირაში 1-ჯერ შეიკრიბებიან
პროექტის ხელმძღვანელთნ და ჩააბარებენ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ.
მიიღებენ საჭირო რეკომენდაციებს შესასრულებელი დავალების შესახებ.
|
||||
პროექტის შესაძლო რისკები და ხარვეზები
-მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია
ინტერნეტ-სივრციდან უნდა მოიძიონ. ელექტროენერგიის მიწოდებისას ან
ინტერნეტთან წვდომის დროს შესაძლოა შეხვდეთ შეფერხება და პროექტი დროში
გაიწელოს. პროექტის დასრულების ვადა ამის გათვალისწინებით გაიწერება.
შესაძლოა
ზოგიერთმა მოსწავლემ მესამე ჯგუფის
შემადგენლობაში ყოფნა მოისურვოს(ექსპერიმენტი),ამის თავიდან ასაცილებლად
პროექტის დაწყებამდე ვსაზღვრავ შესაძლო რისკის არსებობას და მოსწავლეებს ვთხოვ
ურთიერთშეთანხმებით მოახდინონ ჯგუფებში გადანაწილება.ამავდროულად მკაცრად
განვსაზღვრი ლაბორატორიაში ქცევის წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს,რათა თავიდან
ავირიდოთ არასასიამოვნო შემთხვევები(ლაბორატორიული ჭურჭლის გატეხვა ,რეაქტივების
დაღვრა სამუშაო მაგიდაზე და ა.შ)
|
||||
შეფასება:
პრეზენტაცია ემსახურება სამუშაოს შეფასებასა და პროგრესის მონიტორინგს.მუშაობის
პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ
1.პროექტის
შეფასების სქემს;(1ჯგ)
2. ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა(წარმოდგენილია შეფასების სქემების სახით მე-3 მე) .
3.ინფორმაციის მოძიების შეფასების სქემას(2- ჯგ.)
პროექტის რეფლექსია
|
Комментариев нет:
Отправить комментарий