воскресенье, 14 июля 2019 г.

ქეთევან ლეკიაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში



მოტივაციის  ამაღლება    მე-10 კლასის მოსწავლეებში  ქიმიის შესწავლისას

საკუთარი  პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევის ანგარიში


სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას საჯარო სკოლის ქიმიის    მასწავლებელი

ქეთევან ლეკიაშვილი
2018-2019 წელი


                                                                        სარჩევი






                                            1.შესავალ

 

    წინამდებარე დოკუმენტი  წარმოადგენს  სსიპ  სიღნაღის  სოფელ  ილიაწმინდას საჯარო სკოლის  პედაგოგ ქეთევან ლეკიაშვილის პრაქტიკის კვლევის ანგარიშს, რომელიც შეეხება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მე-10 კლასში, რომელშიც ირიცხება  9  მოსწავლე (2-გოგონა და 7-ვაჟი).

   მოსწავლეთა საჭიროებების საფუძველზე დაყრდნობით, პრობლემის მოგვარების მიზნით, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით დავგეგმე  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკი სკვლევა, ამავდროულად, მოვახდინე მე-10 კლასის მოსწავლეთა მშობლების   ინფორმირება  ჩემ  მიერ დაგეგმილი პრაქტიკის  კვლევის  განხორციელების შესახებ.
მადლობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციას და  ყველა ჩემს კოლეგას, ვინც დამეხმარა კვლევის განხორციელების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში.

1.1 თემის აქტუალობა

    დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ მოსწავლეებს საბუნებისმეტველო საგნების შესწავლის მიმართ აქვთ დაბალი მოტივაცია.

    ქიმია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ცხოვრება და კაცობრიობის წინსვლა. ამ მეცნიერების შესწავლაში განმსაზღვრელი როლი ენიჭება მოსწავლეთა მოტივაციას.
   მოტივაციის თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან მისი ნაკლებობა პირდაპირ უკავშირდება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე  მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც  დაეხმარება მოსწავლეს  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, შეიცნოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ, ამიტომ  სწავლა -სწავლების პროცესში მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა, სადაც განსაკუთრებულად საყურადღებოა პოზიტიური ურთიერთობები და ინტერაქცია, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და პასუხისმგებელი საკუთარ  სწავლასა  და განვითარებაზე. (ე.ს.გ.)
    მოტივაცია მოსწავლეთა  წარმატების უმთავრესი ფაქტორია. მოტივირებული ადამიანი თავდაუზოგავად მიიწევს  მიზნისკენ, მასწავლებელზე კი დამოკიდებულია მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი, რადგან მოსწავლეებთან არაფორმალური ურთიერთობა, პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გადამწყვეტ როლს  ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
    წლების განმავლობაში ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების,პედაგოგების მიერ შემუშავებულია მოტივაციის ამაღლების  არაერთი ეფექტური და ძალიან საინტერესო  მოდელი, მრავალი თეორია ცდილობს, ახსნას მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და გააანალიზოს ის სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში,.თუმცა  დღემდე მაინც მნიშვნელოვან და აქტუალურ  პრობლემად რჩება, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში საბაზო და საშუალო საფეხურზე, ამას ადასტურებს არამარტო  PISA-ს, არამედ  სხვა  საერთაშორისო   კვლევებიც.
    ქიმიის შესწავლის მოტივაციის ნაკლებობა მუდმივად არსებობდა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ამ პერიოდში  კი გადავწყვიტე სიღრმისეულად შევისწავლო ეს პრობლემა  მე-10 კლასში,  რადგან ნაკლებად აქტიურობდნენ  მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში,  დაბალი იყო მათი აკადემიური მოსწრება სწავლასა და  შემაჯამებელ სამუშაოებში, რაც მაძლევდა საფუძველს, მეფიქრა, რომ სამომავლოდ ისინი ვერ შეძლებდნენ  საბუნებისმეტყველო საგნებში, კონკრეტულად, ქიმიაში მიღებული ცოდნის გამოყენებას  როგორც სკოლის საჭიროებისთვის, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში,    გაუჭირდებოდათ   გარემოსთან ადაპტაცია, რამეთუ  21-ე  საუკუნე  ქიმიური ტექნოლოგიების  განვითარების ეპოქაა.
   ჩემი პრობლემის გამოკვეთისა და   შესწავლის მიზნით, ჩავატარე   დიაგნოსტიკური ტესტირება,  რომლის  შედეგებმა  კიდევ ერთხელ დამარწმუნა პრობლემის არსებობაში.
    მიზანი  -ჩემი კვლევის  მიზანია, დავადგინო, თუ რა ფაქტორები  ახდენს გავლენას  მე-10 კლასში  მოსწავლეთა დემოტივაციაზე ქიმიის სწავლებისას,  როგორ გავიღრმავო     არსებული მიმართულებით   ცოდნა, რომელი მეთოდები და აქტივობები  შევარჩიო, რომ ავუმაღლო მათ  ქიმიის  სწავლის  მოტივაცია.
   კვლევის დასრულების შემდეგ მის  პროცესში განხორციელებული ინტერვენციები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, შეიცვალონ დამოკიდებულებები ქიმიის შესწავლისადმი, გაიზრდება  მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, აუმაღლდებათ  ქიმიის სწავლის   მოტივაცია, რის შედეგადაც    გაიუმჯობესებენ  აკადემიური უნარებს, შეძლებენ ქიმიაში მიღებული ცოდნის გამოყენებას როგორც სხვა საგნების, მაგ: ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის  სასწავლო მასალების დაუფლებაში,  ასევე პრაქტიკაში. ქიმიის სწავლება დაეხმარება მათ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
   კვლევა, რომელსაც  მოტივაციის გაზრდის მიზნით განვახორციელებ,  სწავლა-სწავლების პრაქტიკის, სიტუაციის შეფასების  აუცილებელი უნარების  განვითარებაში დამეხმარება. ამავდროულად  მომცემს საშუალებას  შეძენილი უნარ-ჩვევები და გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს.
    კვლევის შედეგად  პედაგოგები, რომლებიც კვლევის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად  აქტიურად  თანამშრომლობდნენ  ჩემთან, დაეუფლებიან პრაქტიკული კვლევის ჩატარების ცოდნასა და უნარებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ სკოლაში  წამოჭრილი  პრობლემების  დამოუკიდებლად  მოგვარებაში.




პერიოდი- ჩემს საკითხზე  კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ბოლომდე.

1.2.  კვლევის ვადები

 2018-1019 სასწ.წელი


თვეები
აქტივობა
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
საკვლევი თემის შერჩევა
x






პრობლემის იდენტიფიც.
x






ლიტერატურის მიმოხილვა
x
x
x
x



კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები

x
x




მონაცემთა ანალიზი


x




ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელება


x
x
x


ინტერვენციის შედეგის ანალიზი





x

 დასკვნა






x
რეკომენდაციები






x
კვლევს შედეგების  გაზიარება.



x
x
x
x


1.3. კვლევის ეტაპები


I ეტაპი.-  შევარჩიე თემა ,  განვსაზღვრე სამიზნე ჯგუფი, შევისწავლე ლიტერატურა.
II. ეტაპი- განვსაზღვრე კვლევის მიზანი,  შევიმუშავე საკვლევი კითხვები,  შევარჩიე კვლევის  მეთოდები.
III ეტაპი-გავაკეთე   მონაცემთა ანალიზი.
IV ეტაპი-  დავგეგმე  და განვახორციელე ინტერვენციები, რომელთა  გაანალიზების საფუძველზე გამოვიტანე   დასკვნები  და შევიმუშავე რეკომენდაციები.
   კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ეფექტური იქნება როგორც მოსწავლეთათვის, ისე კოლეგებისათვის და გაზრდის მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხს.
კვლევის შედეგები გავუზიარე კოლეგებს.

                                 2.ლიტერატურის მიმოხილვა

 

    საგორი წერს: ,,ყველას, ვისაც განზრახული აქვს კარგი კვლევის ჩატარება, ვურჩევ, გააკეთონ ლიტერატურის მიმოხილვა, როდესაც პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენენ“.(მილსი: 32).

   ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით, კვლევის დაწყების წინ, საჭიროდ მივიჩნიე, რომ  შემესწავლა შესაბამისი ლიტერატურა და    მიმეღო  ამომწურავი პასუხები  ჩემი პრობლემის  და მისი  გამომწვევი  მიზეზების შესახებ, რაც  დამეხმარებოდა ლოგიკური და ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელებაში  და  ე.ს.გ-ის  მიხედვით  განხაზღვრული  მიზნის/მიზნების  მიღწევაში.
     კვლევის განსახორციელებლად  ჩემთვის   მნიშვნელოვანი რესურსი აღმოჩნდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ (II ნაწილი),  რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ადეკვატურად შეარჩიოს კვლევის მეთოდი, შეაგროვოს მონაცემები და გააკეთოს მათი ანალიზი, შემდეგ შეაჯამოს მიღებული შედეგები და გამოიტანოს დასკვნები. (ლობჟანიძე 2016:60).
   ფსიქოლოგები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ ბავშვების აზრებსა და გრძნობებს, როგორ სწავლობდნენ ისინი, რა განაპირობებს მათი სწავლის მოტივაციას და რა გავლენა  აქვს  სწავლებას  სწავლაზე.
   ადამიანის ქმედება, უმეტესად, მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ  მიმართული პროცესი.
   მოტივაცია   თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში  ერთ-ერთი  აქტიურად გამოყენებადი  და მნიშვნელოვანი ტერმინია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას  და   მოიცავს  მოსწავლის  ქმედებისა  და  ქცევის  განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე  საპასუხო  რეაქციისკენ  უბიძგებენ.(ჭყოიძე 2015).
    აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ, გადამწყვეტ  როლს ასრულებს  მოსწავლეთა  მომავალ  წარმატებაში. მოსწავლეებს სკოლაში სწავლისადმი განსხვავებული მოტივაცია აქვთ. მათი მოტივირების  ხელშემწყობი  ფაქტორები, კი  პირველ რიგში, პოზიტიური სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესის ეფექტური მენეჯმენტია, თუმცა, მოსწავლეების მოტივირების თვალსაზრისით, მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია(ჭყოიძე 2015).
    არსებობს მრავალი ფაქტორი,  რომლებიც გავლენას ახდენს  მოტივაციასა და სწავლაზე, მოტივაციის ზოგიერთი განმარტება ეყრდნობა შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორებიცაა: მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, სხვა განმარტებებში კი აქცენტი ექსტერნალურ, გარე ფაქტორებზეა გაკეთებული (ჯილდო,დასჯა და ა.შ).( ბერძენიშვილი 2015; ჭყოიძე2012).
   მასწავლებელმა  მოტივაციის თეორიის სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, სწავლების პროცესი   უნდა წარმართოს ეფექტიანად,  ამავდროულად,  აუცილებელია, რომ მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად  ჩართოს სწავლების პროცესში და   გააცნოს  ის სტრატეგიები, რომელთა განხოეციელებაც გაზრდის   მათი შვილების სწავლის მოტივაციას (ვაისი და სხვები 2010).
    მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია:    შინაგანი და გარეგანი მოტივაცია.
    ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდა დავიწყოთ წამახალისებელი სტიმულებისა და ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით. ჯილდო ის მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც  შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. იმპულსი კი ის მოვლენაა, რომელიც აღძრავს ან, პირიქით, ახშობს ქცევას. გარეგანი მოტივაცია კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვაა, რომელიც წახალისებულია გარე ფაქტორებით.  ეს შეიძლება იყოს ჯილდო ან აღიარების სურვილი.  შინაგანი მოტივაცია კი კონკრეტული  ქმედებისკენ სწრაფვაა, რომელიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და რაიმეს აღმოჩენის სურვილით არის ნაკარნახევი. (ვულფოლკი 2009 : 503).
     მასწავლებლებმა   მოსწავლეებში  უნდა  გააღვივონ შინაგანი მოტივაცია , იზრუნონ მის  შენარჩუნებაზე,  გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესები   და  ხაზი გაუსვან მათ კომპეტენტურობას,  გათვალისწინებით იმისა,რომ გარეგანი მოტივაციაც მუშაობს და ჩართულია სწავლის პროცესში (Brophy,  1988,  2003;  Deci,  Koestner  &  Ryan,  1999;  Ryan  &  Deci,  1996).  ამისთვის მათ უნდა იცოდნენ მოტივაციაზე გავლენის მქონე ფაქტორების შესახებ.(ვულფოლკი2009:502).
   მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს მოტივაციის ისეთ შინაგან წყაროებს, როგორებიცაა: პიროვნების  ,,თვითაქტუალიზაციის“ მოთხოვნილება (მასლოუ 1968,1970), თანდაყოლილი ,,აქტუალიზაციის ტენდენცია“(როჯერსი და ფრაიბერგი,1994), ან  ,,თვითგანსაზღვრის“  მოთხოვნილება((Deci,  Vallerand,  Pelletier  &  Ryan,  1991).ასე რომ, ჰუმანისტურ  ჭრილში მოტივირება ნიშნავს ადამიანების შინაგანი რესურსების- მათი კომპეტენტურობის, თვითშეფასების,  ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის- წაქეზებას. აბრაჰამ მასლოუს(1970) თეორია მოტივაციის ცნობილი ჰუმანისტური  ახსნაა.(ვულფოლკი 2009: 504).
   თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა ადამიანებისთვის დიდი მოტივაციის წყაროს წარმოადგენს და მათ ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ამიტომ მასლოუმ თვითრეალიზაციის  უნარი  მოთხოვნილებათა  იერარქიის მწვერვალზე  მოათავსა.
   მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარსამართად  უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს  საფუძვლად  სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა  და  მათი  მოტივაციის  ამაღლებას.(ბერძენიშვილ 2015).
   მოტივაციის სოციოკულტურული თეორიიდან გამომდინარე, მოსწავლეთა მოტივაცია მაღალია, თუ ისინი ჩართულნი არიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც  მოითხოვენ თანამშრომლობას და ურთიერთდახმარებას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავისი იდენტობა  და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით.( ბერძენიშვილი 2015).
    მოტივაციის თემაზე ქართველი მეცნიერებიც მუშაობდნენ. მაგალითად, დ. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ნამდვილი სწავლა შესაძლებელია მხოლოდ შემეცნებითი ინტერესის, ცოდნის წყურვილის, მაშასადამე, შინაგანი მოტივაციის პირობებში (უზნაძე 2003). იგივე მოსაზრება ჰქონდა ცნობილ ქართველ მკვლევარს  შ.ჩხარტიშვილსაც,  თავის შრომებში  იგი ერთმანეთისაგან ასხვავებს ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ მოტივებს და შენიშნავს, რომ სწორედ ჰომოგენური მოტივაცია გულისხმობს სწავლის ობიექტური ღირებულების შეგნებას (ჩხარტიშვილი,1972წ.)(კუტალაძე2010: 89).
    ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა სწავლა-სწავლების პროცესში  შეიძინონ ისეთი ცოდნა და უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ  გააცნობიერონ ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების მიმარ საკუთარი პასუხისმგებლობა და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს  არამარტო მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე, არამედ უნდა დაეხმაროს მას, რომ პრაქტიკაში  გამოიყენოს  მიღებული ცოდნა, შეძლოს ცოდნის ტრანსფერი.
   ერიკ დე კორტის (Eri  De Corte,2003) განმარტებით, ტრანსფერი არის ,,კოგნიტური საშუალებებისა და მოტივაციის ეფექტიანი გამოყენება“.(ვულფოლკი 2009: 429).
შინაგანი მოტივაციის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია არის სწავლის დაკავშირება მოსწავლის რეალური  ცხოვრებისეული  პრობლემების   გადაჭრასთან.
    .უზნაძის აზრით, (უზნაძე,1967), აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის ან გადატანის უნარი. მას  შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს გადაჭრას ანალოგიური  ამოცანა,  ,,აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ  ახალ  ამოცანაზე   გადააქვს. (ბოჭორიშვილი  2013).
   ტრანსფერი რომ განხორციელდეს, სწავლების დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ხელშემწყობი პირობები:
1.      ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი უნდა იყოს;
2.      სწავლების პროცესში ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ შეძენილი გამოცდილება   მოსწავლემ,   შესაძლოა,  სხვადასხვა  სიტუაციაში  გამოიყენოს;
3.      სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
    დ.პერკინი(დ.პერკინსი,2007) თავის   ნაშრომში  ხაზს უსვამს სიტუაციური სწავლების მნიშვნელობას მოსწავლის დაინტერესებისა და აზროვნების აქტივაციისათვის. მისი აზრით, მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი  აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ  ტრანსფერს.(ბოჭორიშვილი 2013).
   ტრანსფერის ორი ძირითადი ფორმა არსებობს. ერთ შემთხვევაში გაკვეთილზე განხილულ თემას ვაკავშირებთ ანალოგიურ თემებთან, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს, ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროებში.  საჭიროა, მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება  გაამახვილოს სხვა  სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე,  მოვლენებზე და ა..
   ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით, რაც ეხმარება მათ, შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები,  რომლებსაც თავისუფლად გამოიყენებენ  სხვა პრობლემის  გადაჭრის  დროს. (ბოჭორიშვილი  2013).
   თვითშეფასება მოსწავლეების წარმატების აუცილებელი პირობაა, წარმატება კი მოტივაციის  ამაღლების  საუკეთესო  საშუალებაა.
   მოსწავლეები განსხვავებული უნარებითა და შესაძლებლობებით ხასიათდებიან. მათი სწავლის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია, ავუმაღლოთ მათ  რწმენა საკუთარი შესაძლებლობისადმი.
   ალბერტ ბანდურა (1986,1997) ფიქრობს, რომ  მოსწავლეთა  მოტივაციაზე მოქმედებს  ქცევის შესაძლო შედეგების წინასწარგანჭვრეტა , ბანდურას (1997) განსაზღვრებით, ეს არის ,,რწმენები საკუთარი შესაძლებლობების  შესახებ-მოახდინო სათანადო ორგანიზება და შეასრულო საჭირო მოქმედებები მოცემული მიზნის მისაღწევად“ (ვულფოლკი 2009:529).
   მასწავლებლის მიერ  მოსწავლის ყოველგვარი წარუმატებლობა და შეცდომა უნდა შეფასდეს,  როგორც სწავლის განუყრელი კომპონენტი და განიხილებოდეს არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით და იძლეოდეს შეცდომების გამოსწორების საშუალებას.(სიხარულიძე 2013).
   მოტივაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებელმა  უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკი და ინტერესები, დაუსახოს  მოსწავლეებს ადვილად მისაღწევი მიზნები და ამოცანები, შეურჩიოს ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეთა რეალურ ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული.  ამავე დროს, მოტივაციის სტიმულირებისას  მნიშვნელოვანია  მოსწავლეთათვის ავტონომიის მინიჭება, მათ უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რაც სწავლის პროცესში მათ ჩართულობას განაპირობებს. (სიხარულიძე 2013).
   თეო ჭყოიძემ თავის სტატიაში აღნიშნა: ,,თვითშეფასება უშუალოდ უკავშირდება კომპეტენციების განვითარებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი განვითარების შესაბამისი დავალებებისა,   ეფექტური უკუკავშირითა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამგვარი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღებას. განვითარებული კომპეტენციები კი შემდგომ თავად იქცევა წამახალისებელ ფაქტორად და თვითრწმენის განმტკიცების  საფუძვლად“. (ჭყოიძე2015).
     ნათია   ჭუმბურიძე  თავის ნაშრომში-  ,,თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში“-გვთავაზობს  მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლების კონკრეტულ რჩევებს: მივცეთ მოსწავლეებს თემის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი დავალება, შევაგროვოთ მოსწავლეთა ნამუშევრები და გავხაზოთ დაშვებული შეცდომები, არ შევაფასოთ ნაშრომი, ინდივიდუალურად შევეხოთ და გავარჩიოთ ის საკითხები, რომლებიც გაუჭირდა მოსწავლეს და ა.შ.
    ამ მეთოდების გამოყენებას  არსებითი გავლენა აქვს როგორც საკუთარი  თავის მიმართ რწმენის ჩამოყალიბებაზე, ასევე სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზეც, რაც ზრდის სწავლის მოტივაციას.(ჭუმბურუძე 2019).
   მოსწავლეთა მოტივაცია მაღალია, თუ მოსწავლეებს აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი, ახერხებენ   საკითხისადმი გონივრულ მიდგომას და  ინფორმაციის გაანალიზებას, კითხვების დასმას, მიღებული შედეგების გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციებში.
   დევიდ კლუსტერი (პროფესორი, ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტი) თავის ნაშრომშირა არის კრიტიკულ იაზროვნებააღნიშნავს: ,,კრიტიკული აზროვნება არის საუცხოო, არაჩვეულებრივი რამ, გარკვეული უნარი, რომელიც 21-ესაუკუნის გამოწვევების წინაშე გარკვეულ თავდაჯერებას გვმატებს, გვეხმარება იმის უკეთ გაგებასა და   გააზრებაში, რასაც  შევისწავლით ან გავაკეთებთ“ (ინგოროყვა 2015).
   პროფესორი კლუსტერი მიმოიხილავს  კრიტიკული  აზროვნების განმაპირობებელ 5 ფაქტორს. ესენია:
1. დამოუკიდებელი  აზროვნება;
2. კრიტიკულად მოაზროვნემ ინფორმაცია უნდა  მიიღოს, როგორც მომავალი ქმედებების მასტიმულირებელი  ბიძგი.
3. კრიტიკულად აზროვნება იწყება საკითხის დასმით, პრობლემის წამოჭრით და მისი გადაწყვეტის  გზების  ძიებით;
4. კრიტიკული   აზროვნება  მოითხოვს  არგუმენტაციას;
5. კრიტიკული აზროვნება გულისხმობს სხვებისთვის დასკვნების, მოსაზრებების გაზიარებას, ხმამაღალ, ინტერაქტიულ მსჯელობას, სხვათა ნააზრევის მოსმენა-გაზიარებას.
   კრიტიკული  აზროვნება  აქტიური, შემოქმედებითი პროცესია, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს ჯგუფური პროექტები და ექსპერიმენტები, რომლებშიც მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან პრობლემა, დასვან კითხვები, რომელსაც არ აქვს ერთი  სწორი პასუხი, მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ და შეაფასონ არსებული  მტკიცებულებები, გაარჩიონ ფაქტი და მოსაზრება, გაიაზრონ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. (ინგოროყვა 2015).
   კვლევების თანახმად, სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო რესურსების აქტიური გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
   სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსის გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ე.ს.გ თავიII.მუხლი 8)
   ირმა თიკანაძე თავის ნაშრომში (ჟურნალი ,,მასწავლებელი“) აღნიშნავს,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება  ქიმიის შესწავლისას, სახელმძღვანელოში მოცემული  ინფორმაცია, რომელიც ექსპერიმენტების ჩატარებას მოითხოვს, უინტერესოა მოსწავლეებისთვის იმდენად, რამდენადაც პრაქტიკულად მისი განხორციელება   შეუძლებელია საჭირო რესურსების არქონის გამო,  ამავდროულად,  ქიმიური ცდების  ჩატარება,  მეტ-ნაკლებად,  საფრთხის შემცველია.
   ავტორის აზრით, - სადემონსტრაციო ექსპერიმენტი გამოიყენება მასალის შესწავლის წინ, როცა მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ან მის შემდეგ, იმ მიზნით, რომ განუვითარდეთ პროცესებზ დაკვირვების, აღწერის, ლაბორატორიაში მუშაობის უნარები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას და საგნისადმი დაინტერესებას, ამავდროულად, ეცნობიან ქიმიურ ჭურჭელს და ხელსაწყოებს.
    ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ისტ-ი გამჭოლი პრიორიტეტია.  ,,განათლების რეფორმა განუხრელად ითვალისწინებს ყველა საგნის მასწავლებლების მიერ  საინფორმაციო ტექნოლოგიების (ისტ) აქტიურ დანერგვას   სასწავლო პროცესში“. -აღნიშნავს  ირმა თიკანაძე თავის ნაშრომში  ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ქიმიის სწავლებისას“.  სასწავლო ექსპერიმენტებში ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება წარმოაჩენს  მასწავლებლის კომპეტენციას და, ამავდროულად, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, იძლევა ინტერაქციის საშუალებას.  მოსწავლეს განაწყობს პოზიტიურად და უადვილებს საკითხის  ხანგრძლივად დამახსოვრებას.(თიკანაძე,2012).
    ე.ს.გ -ის მიხედვით, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია, ხელი  შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და მათი გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას,  ასევე  ცალკე  სწავლების  გზით.(ე.ს.გ)
    მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და,  თუ გვსურს, ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და   უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეთა  საჭიროებებზე დაყრდნობით, შევქმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში თითოეული  მოსწავლის  აქტიურ  და  ხალისიან ჩართვას.(ჭყოიძე, 2015წ.).

                                           3 . კვლევის დიზაინი

 

3.1. საკვლევი კითხვა და ქვეკითხვები


      სწავლის მოტივაცია  მოსწავლეთათვის ზოგადად  პრობლემას წარმოადგენს, აღნიშნული საკითხი თვალსაჩიმოა მე-10 კლასში, ამიტომ ამ კლასში დაისვა კვლევის მთავარი კითხვა:
·         რა არის  მოსწავლეთა დემოტივაციის გამომწვევი მიზეზები  და  როგორ  ავამაღლო  ქიმიის სწავლების მოტივაცია.
   კვლევის მთავარ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, ამისთვის ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები:
   1. მრავალფეროვანია  თუ  არა  გამოყენებული  რესურსები ქიმიის  სწავლების დროს
    2.  არის  თუ არა  ქიმიის  გაკვეთილზე  ეფექტურად   გამოყენებული ინფორმაციული  ტექნოლოგიები
     3.     აქვთ თუ არა მოსწავლეებს განვითარებული ტრანსფერის უნარები
     4.     აქვთ თუ არა  მოსწავლეებს  განვითარებული   კრიტიკული   აზროვნება
     5.       შეუძლიათ თუ არა  თუ არა მოსწავლეებს ობიექტური თვითშეფასება
     6.    არის თუ არა  საგანი მოსწავლეებისთვის რთულად გასაგები?
      7.   ფლობენ  თუ არა მოსწავლეები  ქიმიის  მნიშვნელობისა და საჭიროების  შესახებ    საკმარის ინფორმაციას
     8. რამდენად   ეფექტურია   ქიმიის   გაკვეთილზე   მასწავლებლის  მიერ  განხორციელებული    სტრატეგიები.
      9 .   როგორია  ოჯახის წევრების  დამოკიდებულება ქიმიის შესწავლის მიმართ?
      საკვლევ კითხვაზე სწორი პასუხების მიღება საფუძველი იქნება შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვისა, რაც საშუალებას მომცემს, მივაღწიო ე.ს.გ-ს  მიხედვით განსაზღვრულ მიზანს.

3.2 სამიზნე ჯგუფი

   კვლევის  სამიზნე  ჯგუფს წარმოადგენს   სსიპ სიღნაღის  სოფელ ილიაწმინდას საჯარო სკოლის  მე-10 კლასის   მოსწავლეები.(9 მოსწავლე)

3.3.კვლევის მეთოდების შერჩევა და გამოყენება


      კვლევისათვის, თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მისაღებად  შევარჩიე    ანკეტირების მეთოდი (ღია და დახურული კითხვებით) და კითხვარები, ასევე თვისობრივი მეთოდი: დაკვირვება და ფოკუსჯგუფი.
     საკვლევ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეების და მათი მშობლების   ინტერესებისა  და  დამოკიდებულებების  დასადგენად,  გამოვიყენე ანკეტირება  ღია და დახურული კითხვებით, კითხვარების მეშვეობით გამოვიკვლიე  მოსწავლეთა საწყისი ცოდნა საკვლევ თემასთან დაკავშირებით, რაც დამეხმარა კვლევის შედეგების შეფასებაში, ტესტირების  საშუალებით  განვსაზღვრე   მოსწავლეთა ცოდნის  დონე (კვლევის  დასაწყისში და კვლევის დასასრულს). თვისობრივი კვლევისთვის, გამოვიყენე  დაკვირვება, ვაკვირდებოდი  მოსწავლეთა  სწავლის  პროცესებს და მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში. ფოკუსჯგუფები მასწავლებლებთან, მშობლებთან  და  მოსწავლეებთან. დამეხმარა   საკვლევი   საკითხის   სიღრმისაულად  შესწავლაში.

3.4. მონაცემთა ანალიზი


   კვლევაში  გამოვიყენე  წერილობითი გამოკითხვის  მეთოდი  ანკეტირება ( 8  ღია და 4 დახურული კითხვით).( დანართი.1), რაც საშუალებას მომცემს, დავადგინო მოსწავლეთა დამოკიდებულებები  საკვლევ  საკითხებთან  დაკავშირებით.
      კვლევაში მონაწლეობა მიიღო მე-10 კლასის მოსწავლეთა  სრულმა რაოდენობამ. გამოკითხვამ  საშუალება  მომცა, განმესაზღვრა, კვლევის საწყის ეტაპზე, ქონდათ  თუ არა მოსწავლეებს  ქიმიის შესწავლის მოტივაცია.
    პირველ   კითხვაზე, აქვთ თუ არა  ქიმიის შესწავლის მოტივაცია გამოკითხული მოსწავლეების  22%-მა  უპასუხა ,,დიახ“,  33%-მა  უპასუხა   ,,მეტნაკლებად“.    45 % -მა კი  უპასუხა  ,,არა“.
იხ.დიაგრამა 1.
დიაგრამა 1.მოსწავლეთა მიერ ქიმიის შესწავლის მოტივაციის შესახებ.

   მეორე  კითხვაზე, თუ რამდენად კმაყოფილები არიან სასწავლო მასალითა და  სახელმძღვანელოთი ქიმიაში, მოსწავლეთა მხოლოდ 11%-მა უპასუხა კითხვას  ,,კმაყოფილი ვარ“,  მოსწავლეთა  22%-მა  უპასუხა,  მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ“, ხოლო  67% -მა  უპასუხა  ,,უკმაყოფილო ვარ“.








იხ.დიაგრამა 2.

დიაგრამა 2. სასწავლი მასალისა და საგნის სირთულის შესახებ.

     მესამე კითხვაზე,  იყენებენ თუ არა საგაკვეთილო პროცესში  მრავალფეროვან რესურსებს, მოსწავლეთა 11% -მა უპასუხა  ,,ყოველთვის“,   22%-მა  შემოხაზა   ,,ხშირად“, 33% -მა   უპასუხა   ,,იშვიათად“,   ხოლო 34% -მა -  ,,არასდროს“.








იხ.დიაგრამა 3
დიაგრამა 3. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული  რესურსების მრავალფეროვნების შესახებ 







     მეოთხე კითხვაზე, გამოიყენებენ თუ არა ქიმიაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, მოსწავლეთა 22%-მა უპასუხა ,,ყოველთვის გამოვიყენებ“, 11%-მა უპასუხა   ,,მეტნაკლებად   გამოვიყენებ“,  ხოლო მოსწავლეთა  67% -მა უპასუხა  ,,ვერ გამოვიყენებ“
იხ.დიაგრამა 4.
დიაგრამა 4. მოსწავლეთა მიერ ქიმიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ
    5.ღია კითხვაზე, თუ რას შეცვლიდნენ  მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე,- კვლევის პროცესის ანალიზმა  გაამყარა  ჩემი  ვარაუდი იმის შესახებ, რომ  მოსწავლეთა  უმრავლესობას უჭირს ქიმიური ფორმულებისა და რეაქციების დამახსოვრება, გაკვეთილი ერთფეროვანი, უხალისო  და უინტერესოა. მოსწავლეებს სურთ, ჩაატარონ ქიმიური ცდები, გამოიყენონ ინფორმაციული ტექნოლოგიები, იმუშაონ ჯგუფებში, დაათვალიერონ  ქიმიური  ლაბორატორიები.
     მოსწავლეთა პასუხების ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდები და აქტივობები ზრდის მოსწავლეთა  დაინტერესებას  და  ჩართულობას   საგაკვეთილო  პროცესში.
   6. კითხვაზე, თუ როგორ მოქმედებს მასწავლებლის უკუკავშირი მოსწავლეთა მოტივაციაზე,- გამოკითხული მოსწავლეების შედეგებმა გაამყარა ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ  მათ უმრავლესობას   აქვთ დაბალი თვითშეფასება, რაც მათი დაბალი ჩართულობის წინაპირობას წარმოადგენს სწავლა-სწავლების პროცესის ნორმალური წარმართვისათვის. აღნიშნეს, რომ, როცა მასწავლებელი უყურადღებოდ  ტოვებს მოსწავლეთა  ქმედებებს,  ეკარგებათ  ხალისი და  რწმენა  საკუთარი   შესაძლებლობების მიმართ.
    სასწავლო პროცესში მასწავლებელის სისტემატიური და ეფექტური უკუკავშირი ზრდის სწავლის ხარისხს, ამავდროულად, ამაღლებს  მოსწავლეთა თვითშეფასებას, რაც ზრდის  სწავლის  მოტივაციას.
   7. კითხვაზე,  საჭიროა თუ არა  ქიმიის ცოდნის გამოყენება  ყოველდღიურ ცხოვრებაში-გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობამ  აღნიშნა, რომ უჭირთ კონკრეტული მაგალითების მოყვანა იმის შესახებ, თუ  რამდენად ახერებენ ქიმიაში მიღებული ცოდნის გამოყენებას  პრაქტიკაში.
   ქიმიის  შესწავლა  მნიშვნელოვანია  ცხოვრებისეული   პრობლემების  მოსაგვარებლად.
   8.კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია   ქიმიის  გაკვეთილზე   ცდების  ჩატარება -     ჩატარებული  კვლევის შედეგებმა გაამართლა ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა დაბალი მოტივაციის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად  ასახელებს ქიმიური ლაბორატორიის არქონას. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა ქიმიურ ექსპერიმენტებში, რაც საგნის  სირთულის  დაძლევაში  დაეხმარებათ.
     ქიმიური  ცდები და სახალისო ექსპერიმენტები ეხმარება  მოსწავლეს მასალის უკეთ გაგება-გააზრებაში, უვითარებს მათ დაკვირვების, ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარებს, ხელს უწყობს სასწავლო თემის გამარტივებას,  ღრმად  და ხანგრძლივად დამახსოვრებას, ზრდის  მოსწავლეებში  საგნისადმი დაინტერესებასა და მოტივაციას.
   9. კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო  პროცესში, გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობამ  ერთხმად აღნიშნა, რომ, სხვა საგნებისგან განსხვავებით, ქიმიის გაკვეთილზე მასწავლებელი იშვიათად იყენებს  რესურსებს, მათ შორის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ  მოსწონთ და ხალისით ერთვებიან აქტივობაში, როცა ზოგიერთ  საგანში  მასწავლებელი  აქტიურად  იყენებს  ისტ-ის.
   მრავალფეროვანი რესურსები და, კონკრეტულად ისტ-ის გამოყენება, ქიმიის გაკვეთილებზე ზრდის  მოსწავლეთა  ჩართულობას, ხელს უწყობს ინოვაციური და  შემოქმედებით უნარების განვითარებას,  ამარტივებს საკითხს და   ხელს უწყობს  მის გაგება-გააზრებას.
   ისტ-ის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში  სწავლის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.
    10.კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ქიმიაში მიღებული ცოდნის მონათესავე საგნებთან დაკავშირება, მოსწავლეთა გამოკითხვისას,  უმრავლესობამ   გამოთქვა  მოსაზრება  იმის შესახებ, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენია, მასწავლებელი არ  იყენებს  მრავალფეროვან აქტივობებს, უჭირთ ქიმიაში ნასწავლის დააკავშირება სხვა საგნებთან,  არც  სასწავლო  ექსკურსიებზე  დადიან.
    საგაკვეთილო  პროცესში მასწავლებლის მიერ გამოყენებული  სწავლის მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები ეხმარება მოსწავლეს, როგორც სოციალური უნარების  გაუმჯობესებაში, ასევე  სხვადასხვა საგანში ნასწავლი თემების   ინტეგრაციაში და ხელს უწყობს ტრანსფერის უნარების განვითარებას.
    კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტი (იხ დანართი 6), რამაც საშუალება მომცა, დამედგინა მოსწავლეთა საჭიროებები და შესაძლებლობები. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 9 მოსწავლემ.
დიაგრამა 5.  მოსწავლეთა პრეტესტი

   ტესტში   შეტანილი  ათი  საკითხიდან  1-5  კითხვაზე სწორი პასუხი გასცა  მოსწავლეთა  45%-მა, მე-6-8   კითხვაზე სწორი პასუხი გასცა  33%-მა,  ხოლო  მე-9-10  კითხვაზე  სწორად უპასუხა   22%-მა.
    ჩავატარე გამოკითხვა მშობლებთან.კვლევაში მონაწილეობა მიიღო  9  მშობელმა. კითხვარი შედგებოდა 8 კითხვისგან (5-დახურული და 3 ღია კითხვა).(იხ.დანართი 2) მათი  პასუხებით  განვსაზღვრე, თუ  რა  ინტერესები  და  დამოკიდებულებები გააჩნდათ  შვილების  სასკოლო ცხოვრების მიმართ.  მშობელთა უმრავლესობამ  აღნიშნა, რომ, ეკონომიური  მდგომარეობის  გამო,  გვიანობამდე  მუშაობენ  და  ვერ ახერხებენ   მონაწილეობა  მიიღონ  შვილების  სასკოლო  ცხოვრებაში.
       მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების სიღრმისეული  შესწავლის  მიზნით  განვახორციელე   თვისობრივი კვლევა.
   ჩავატარე  ფოკუსჯგუფები   მე-10 კლ.-ის   მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან  და მშობლებთან. თითოეული  რესპოდენტისთვის შედგენილი კითხვარი შეიცავდა  5 ღია კითხვას, ფოკუს  ჯგუფის  ხანგრძლივობა  არ  აღემატებოდა  1  საათს.
    ფოკუსჯგუფი  მასწავლებლებთან
   პრობლემის გადასაჭრელად და ჩემი ვარაუდების გასამყარებლად, შევხვდი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრი  წევრებს (5 მასწავლებელი),  გავესაუბრე  და გავაცანი მათ შეხვედრის მიზანი და ამოცანები, ვესაუბრე მათ ჩემს პრობლემაზე, გავუმხილე ჩემი ვარაუდები პრობლემის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, დავუსვი მათ კითხვები (დანართი 3), რათა გამოეთქვათ მოსაზრებები ჩემი საჭიროებების  შესახებ,  მოეცათ  რჩევები  საკვლ ევ  საკითხთან  დაკავშირებით.
   კოლეგებთან  დიალოგმა დამანახა, რომ ეს პრობლემა არა მარტო ჩემი, არამედ მათ საფიქრალიც იყო,  მათგან  მოვისმინე  საინტერესო  წინადადებები  და  რჩევები.
    მათი აზრით, პრობლემის დასაძლევად საჭირო იყო, დამეგეგმა განსხვავებული, ამასთანავე, საინტერესო სტრატეგიები, რომლებიც  დაეხმარებოდა მოსწავლეებს  აემაღლებინათ  ცნობიერება  ქიმიის მნიშვნელობისა  და საჭიროების შესახებ,  რაც გაზრდიდა  მათი  სწავლის  მოტივაციას.







   ფოკუსჯგუფი  მშობლებთან
    ფოკუს ჯგუფი მშობლებისთვის შეიცავდა 5 ღია კითხვას.(დანართი 3)
    ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდა   მე-10 კლასის 9 მშობელი. მშობლებს წერილობით გავაცანი ჩემი კვლევის მიზანი, რომელიც ეხებოდა  მათი შვილების  მოტივაციას  ქიმიის  სწავლებისას,  ვთხოვე  მონაწილეობა  მიეღოთ გამოკითხვაში და გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულებები ქიმიის სწავლა-სწავლების პროცესის მიმართ, მშობლებს ავუხსენი, რომ ეს  კვლევა მჭირდებოდა მე, როგორც მასწავლებელს, რათა გამეუმჯობესებინა პედაგოგიური გამოცდილება, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით  კი   ცვლილებები შემეტანა   ჩემს საქმიანობაში, რაც დამეხმარებოდა  პროფესიულ  განვითარებასა  და  წინსვლაში.
   მშობლებთან განხორციელებულმა ფოკუსჯგუფმა აჩვენა, რომ მათი შვილების   დემოტივაცია  გამოწვეული იყო არამარტო საგნის სირთულით, არამედ იმითაც, რომ მათი უმრავლესობა, სამსახურების გამო, ნაკლებად იყვნენ  ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში.  მშობლებმა აღნიშნეს, რომ მასწავლებლებისგან მუდმივად იღებენ ეფექტურ უკუკავშირს შვილების  სწავლის პროცესების შესახებ, მაგრამ  ვერ ეხმარებიან შვილებს დავალებების შესრულებაში, რადგან თვითონაც უჭირდათ სკოლაში  ქიმიის  სწავლა    საგნის სირთულის გამო. მშობლების უმრავლესობამ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მასწავლებელი თვითონ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა  საშუალებებით  დააინტერესოს  მოსწავლეები   და  შეაყვაროს  საგანი.







ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
   მასწავლებლებთან და მშობლებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებზე დაყრდნობით, შედგა მოსწავლეთა ფოკუსჯგუფის სადისკუსიო გეგმა, რომელიც  5 მთავარი ღია კითხვისაგან შედგებოდა. გამოკითხვის  მიზანი იყო დამედგინა, თუ რა იწვევდა მოსწავლეთა უინტერესო დამოკიდებულებას  ქიმიის შესწავლისადმი. (დანართი 4)
       ფოკუსჯგუფი ჩატარდა განსხვავებული აკადემიური მოსწრების მქონე  მოსწავლეებთან. დისკუსიის დროს საშუალება მიეცა მოსწავლეებს, ღიად დაეფიქსირებინათ თავიანთი  თამამი  მოსაზრებები. 
   კითხვაზე,თუ რამდენად კმაყოფილები არიან მოსწავლეები ქიმიაში შესასწავლი მასალით და ქიმიის სახელმძღვანელოთი, ზოგიერთმა მოსწავლემ ლაღად  და გულწრფელად  გამოთქვა  მოსაზრება. მოსწავლეების თქმით:
·         ,,რა აქვს მაასწ.. ქიმიას საინტერესო,ამდენ ფორმულას ზეპირად რა ისწავლის?!“
·         ’’რაში  დამჭირდება ქიმია, მასწ, სულაც  არ ვაპირებ ქიმიკოსობას!“
·         „ცდებს რატომ არ ვატარებთ ,მასწ?“
·         ,,ჯობია მასწავლებელმა ექსკურსიაზე  წაგვიყვანოს  სადმე  ქარხანაში, ან  სადმე....“
·         „მასწავლებელი გასაგებად ხსნის, მაგრამ ქიმიურ რეაქციებს მაინც ვერ ვწერ, ძნელია“
·         ,,ზოგიერთი მასწავლებელი გაკვეთილზე ხშირად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ქიმიის გაკვეთილზე  ჩვენ  რატომ  არ  ვიყენებთ?“
     მოსწავლეები თვლიან, რომ, თუ ქიმიის მასწავლებელი საინტერესო გაკვეთილს ჩაატარებს, გაუჩნდებათ ქიმიისადმი ინტერესი, თუმცა  ფორმულების  დამახსოვრება  ეზარებათ,  რადგან   ძნელია.

    კითხვაზე, თუ რას შეცვლიდნენ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ :
·             სურვილი აქვთ ქიმიის ლაბორატორიაში  ჩაატარონ ცდები და ,,ააფეთქონ“.   სურთ,  გაკვეთილი იყოს სახალისო , ამავდროულად,  სისტემატიურად მიიღონ მასწავლებლისგან  ეფექტური უკუკავშირი, თუ  რა  გამოსდით კარგად და რა უნდა გააუმჯობესონ.
მხოლოდ  მოსწავლეთა    უმცირესობაში გამოიკვეთა   აზრი,  რომ:
·          ქიმია   საინტერესო და მნიშვნელოვანი მეცნიერებაა, რომ  ,,ყველაფერი ქიმიაა“.
   კვლევის პროცესში სისტემატიურად ვაკვირდებოდი მე-10 კლ.  მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობის დროს, თვალს ვადევნებდი მათ  მიმდინარე აკადემიურ მოსწრებას, აღვრიცხავდი შედეგებს  კვლევის  პროცესის  სრული  მიმდინარეობისას, რაც დამეხმარა  კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების გამოტანაში.
   მოსწავლეთა ანკეტირების და ფოკუსჯგუფებზე გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა, რომ, მოსწავლეთა უმცირესობა    აცნობიერებს  საგნის შესწავლის აუცილებლობას, მაგრამ  უმრავლესობა  თვლის,  რომ ქიმიის გაკვეთილები  ერთფეროვანია, არ არის საინტერესო, ქიმიის ცოდნა არ გამოადგებათ სამომავლოდ, ვერ ატარებენ ცდებს ლაბორატორიაში, ამავდროულად, აღნიშნეს, რომ  საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი  არასაკმარისად იყენებს  მოტივაციის ასამაღლებელ საშუალებებს, თვალსაჩინოებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საგანი რთულია და უჭირთ  ფორმულებისა და ქიმიური რეაქციების დამახსოვრება, გაანარიშებითი ამოცანების  ამოხსნა,  ამიტომ  თავს არიდებენ წიგნებთან  მუშაობას, შესაბამისად,  ნაკლებად ერთვებიან  საგაკვეთილო  პროცესში.
   მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მეტად დაინტერესდებიან ქიმიის შესწავლით, თუ თვითონ იქნებიან სასწავლო პროცესის უშუალო მონაწილეები, თვითონ  ჩაატარებენ ქიმიურ   ცდებს.
   მოსწავლეებთან საუბარში   გამოიკვეთა ისიც,  რომ მათი  მშობლების  უმრავლესობა ხშირად ვერ აკითხავს  შვილს სკოლაში, სამსახურის გამო, სასკოლო ცხოვრებაში ნაკლებად  არის  ჩართული,  რაც იწვევს  მოსწავლეთა  დემოტივირებას.
   კვლევის მონაცემების ანალიზის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ჩემი ვარაუდები პრობლემისა და პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესახებ გამართლდა. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, შევხვედროდი  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების კათედრის წევრებს. შეხვედრის  მიზანს  წარმოადგენდა,  გამეზიარებინა  კოლეგებისათვის ჩემ მიერ  განხორციელებული  კვლევის   შედეგები,  მათი  რჩევებისა  და  რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემემუშავებინა ისეთი ინტერვენციები, რომლებიც  განხორციელდებოდა ქიმიის გაკვეთილებზე და დამეხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში. კოლეგების   აზრით, საჭირო  იყო  სასწავლო  პროცესში   მრავალჯერადად ისეთი აქტივობების დანერგვა, რაც  დაეხმარებოდა მოსწავლეებს  ქიმიის  მნიშვნელობის შესახებ  ცნობიერების ამაღლებაში, ტრანსფერული უნარების განვითარებაში, ისტ-ის გამოყენებით, სასწავლო თემების ღრმად და  ხანგრძლივად დამახსოვრებაში, რაც აამაღლებდა    მოსწავლეთა  თვითშეფასებს  და  გაზრდიდა  სწავლის   მოტივაციას.

  3.5.ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება


   გავითვალისწინე რა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და მათი შესაძლებლობები, კვლევის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე ინტერვენციის გეგმა, სწავლის  მოტივაციის  ამაღლების და საგნისადმი მათი დაინტერესების  მიზნით.
   კვლევის პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი იყო გამეთვალისწინებინა, რომ  ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციები  შესაბამისობაში  ყოფილიყო  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რადგან სასწავლო პროცესში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს  მოსწავლის ინტერესებს და მათი მოტივაციის ამაღლებას სწავლა-სწავლების პროცესში.
   იმედი მაქვს, რომ ჩემ მიერ მრავალჯერადად განხორციელებული ინტერვენციები   არამარტო აამაღლებს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციას, არამედ  ხელს შეუწყობს  მასწავლებლის მრავალფეროვან საქმიანობას  და  სწავლის პროცესში სიახლეების დანერგვას.
   კვლევის პროცესში შეგროვილი მონაცემებისა და მათი ანალიზის მეშვეობით დავგეგმე  ინტერვენციები ორი მიართულებით:
1.      მოსწავლეთა ცნობიერების  ამაღლება 21-ე  საუკუნეში ქიმიის როლის შესახებ.
2.      ქიმიის გაკვეთილების  გამრავალფეროვნება  საინტერესო აქტივობებით, მოტივაციის  ამაღლების  მიზნით.
   ინტერვენციის პირველ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალე, ჩამეტარებინა სემინარი/გაკვეთილი ქიმიის დანიშნულების შესახებ თანამედროვე ცხოვრებაში. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ქიმიის როლის შესახებ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის, მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში.
    სემინარის/გაკვეთილის სასაუბრო თემატიკა, ჩემი თხოვნით და რჩევით,  შეარჩიეს და  ორგანიზება  უზრუნველყვეს  მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც იხელმძღვანელეს ინტერნეტსივრცეში განთავსებული პროფესორ მასწავლებლების ნაშრომებით. (ჟურნალი“ახალი აგრარული საქართველო“-ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ებანოიძე;   ჟურნალი“ ქიმია და მედიცინა“-პროფესორი ელიზა მარქარაშვილი;  ჟურნალი  „ქიმიის უწყებანი“ ტომი: 3 ნომერი:2,15-17 გვ).
    სემინარი/გაკვეთილის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 45 წუთს.
   ინტერვენციისას დაგეგმილ გაკვეთილს ესწრებოდა მეათე კლასის ყველა  მოსწავლე, ინტერაქტიულ რეჟიმში უფროსმა კლასელებმა გააცნეს მათ, თუ რაოდენ დიდი  და მრავალმხრივი მნიშვნელობა  აქვს  ქიმიის  მიღწევებს და  ქიმიური ნაერთების  გამოყენებას თანამედროვე ცხოვრების თითქმის  ყველა სფეროში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებასა და მედიცინაში, განსაკუთრებულად აღნიშნეს  ქიმიის როლი  თანამედროვე ტექნოლოგიების  განვითარებაში და  ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეთა უსაყვარლესი  სმარტფონების ქიმიურ შედგენილობაზე და მუშაობის პრინციპზე, ამავდროულად, უპასუხეს მეათე კლასის მოსწავლეების კითხვებს, იმსჯელეს  მათთვის  საინტერესო  თემებზე.
   გაკვეთილის ბოლოს  5 წუთი დაეთმო  წინასწარ შემუშავებული შეფასების კითხვარის შევსებას (დანართი 4), რომლის მიზანი იყო გამეგო, თუ რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა  სემინარზე მოღებული ინფორმაციის  მნიშვნელობა.
   კვლევის შედეგების ანალიზიდან გამომდინარე, ინტერვენციის მეორე ეტაპზე, სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს შევთავაზე მთელი რიგი  მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც შეიძლებოდა მრავალჯერადად განხორციელებულიყო  ქიმიის  გაკვეთილებზე,  კერძოდ,
·          სწავლის მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში.
   ჯგუფური პროექტები და ინტეგრირებული გაკვეთილები, რომლებიც, სწავლის დიფერენცირებული მიდგომების საფუძველზე, გაზრდის  მოსწავლეთა თვითშეფასებას, აამაღლებს თვითრწმენას, ჩართულობას  საგაკვეთილო პროცესში და ორიენტირებული იქნება  კეთებით სწავლაზე, ამავდროულად, განავითარებს მოსწავლეებში  ცოდნის ტრანსფერის  უნარებს, როგორც მონათესავე   საგნებში,  ასევე    პრაქტიკაში.
·            მრავალფეროვანი თვალსაჩინოების და პრეზენტაციების  აქტიურად  გამოყენება  სასწავლო პროცესში, რომელიც დამყარებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების  აქტიურად  მოხმარებაზე,  რაც  გაზრდის   მოსწავლეთა
შემოქმედებით  უნარებს, გაამარტივებს შესასწავლ თემებს, გაზრდის საგაკვეთილო პროცესში მათ  ჩართულობას და  ხელს შეუწყობს  სწავლის  მოტივაციის ამაღლებას.
      წარმოგიდგენთ  ინტერვენციების მეორე ეტაპზე განხორციელებულ  აქტივობებს, რომელიც შევიმუშავე  მოსწავლეთა გამოკითხვისას  გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე.
   შევეცდები, დეტალურად  აღვწერო  ჩემ  მიერ განხორციელებული ინტერვენციები.
ინტერვენცია 1: ტრანსფერის უნარების გასავითარებლად
ინტეგრირებული გაკვეთილი.
აქტივობა  ,,სტუმრად ექიმებთან“
მეთოდი: როლური თამაში
მიზანი:
  * ტრანსფერის უნარების განვითარება,როგორც საგანთა შორის,ასევე პრაქტიკაში.
*ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარება
*  შემოქმედებითი უნარების განვითარება
* საგნისადმი დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობა
 აქტივობის აღწერა
    მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა, ჯგუფური მუშაობისას, ქიმიური  ექსპერიმენტის  გზით მიიღეს კალციუმის მნიშვნელოვანი ნაერთები, ვთხოვე  მოსწავლეებს,  დაედგინა,თუ რა კავშირში იყო   კალციუმის ნაერთები     ადამიანის   სიცოცხლესთან.  
   აღნიშნულ  აქტივობაში  მოსწავლეებმა ქიმიაში მიღებული ცოდნა, კალციუმისა და მისი ნაერთების შესახებ, დააკავშირეს  ადამიანის ორგანიზმის  მაკოორდინირებელი სისტემის  (ძვალ -სახსროვანი და ენდოკრინული), სასიცოცხლო ფუნქციებთან ბიოლოგიაში.  ორივე საგანში მიღებული ცოდნა კი გააერთიანეს და ერთ მთლიანობაში განიხილეს მედიცინის  თვალსაზრისით.   მოსწავლე  ,, ექიმები“-მა   მოსწავლე ,,პაციენტებს’’  აუხსნეს კალციუმის და მისი ნაერთების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების (ძვალ-სახსროვანი  და ფარისებრი  ჯირკვლის დაავადებების) არსი, პრეზენტაცია PowerPoint-ში   მომზადებული ელექტრონული რესურსის გამოყენებით  წარმოადგინეს, ისაუბრეს კალციუმის დღიური  ნორმის შესახებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის  და  ყურადღება გაამახვილეს  კალციუმით მდიდარი პროდუქტების როლზე,  ცხოვრების ჯანსაღ წესზე.
   მსგავსი დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის  გამომუშავებას,  რადგა, ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, არის მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი; ამ დავალებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს შეძენილი ცოდნის საჭიროება და გამოყენება ყოველდღიურობაში, რამა გაზარდა ინტერესი შესასწავლი საგნისადმი.
ინტერვენცია 2:   ისტ-ის  დახმარებით ვირტუალური ლაბორატორიის  გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე.
აქტივობა: მეტალების წყალთან მოქმედება.
   მიზანი: რესურსების გამრავალფეროვნება, გაგება-გააზრებისა  და საგნისადმი ინტერესის გაზრდა, თანამშრომლობითი უნარების, მსჯელობისა და ანალიზის  უნარების  განვითარება. მოტივაციის ამაღლება
   აქტივობის აღწერა:    მოსწავლეებს შევთავაზე  ჯგუფური სამუშაო  ისტ-ის გამოყენებით შემდეგი  აქტივობისთვის: ,,მეტალების წყალთან მოქმედება“. მოსწავლეები  ისტ-ის დახმარებით  ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლის მითითებით, ინტერნეტში მოიძიეს და დაახარისხეს  თემის შესაბამისი  ინფორმაცია  და გაამდიდრეს ვიზუალური მასალით,  მოსწავლეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ვიდეომასალებს, რომელზეც ნაჩვენები იყო მეტალების (ნატრიუმის კალიუმის,კალციუმის მაგნიუმის რკინის და სპილენძის) წყალთან ურთიერთქმედების   ამსახველი პროცსები, თვალს ადევნებდნენ  და აღწერდნენ მეტალების ფიზიკურ თვისებებს,  ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის პირობებსა და რეაქციების თანმხლებ მოვლენებს. აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა, ურთიერთთანამშრომლობის ფონზე,  გაუზიარეს   ერთმანეთს თავიანთი  მოსაზრებები, რის   საფუძველზეც  მარტივად  შეძლეს  ქიმიური  ფორმულებით   ქიმიური რეაქციების გამოსახვა ფლიფჩარტებზე.
    ისტ-ის დახმარებით, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებამ მოსწავლეებს განუითარათ თანამშრომლობითი უნარები, ამავდროულად, გაუადვილათ  მასალის სიღრმისეულად   გაგება-გააზრება,   ელექტრონული  რესურსის  დახმარებით  შეძლეს   ნივთიერებების  ფორმულების და სახელწოდებების დაკავშირება თვალსაჩინოებაში წარმოდგენილ მასალასთან, რამაც გაუადვილათ  ფორმულებისა და ქიმიური რეაქციების   ჩანაწერების  გაკეთება.
   ისტ-ის გამოყენება   მნიშვნელოვანი   რესურსია  სწავლა-სწავლების პროცესში, ზრდის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას,  კრიტიკულ და შემოქმედებით უნარებს, შესაბამისად  ამაღლებს   სწავლის  მოტივაციას.
ინტერვენცია 3 :  თვითშეფასების უნარების განვითარებისთვის
აქტივობა :  ქიმიური ექსპერიმენტი (ნეიტრალიზაციის რეაქცია)
კეთებით სწავლა
    მიზანი:  თვითშეფასების უნარების გაუმჯობესება,მსჯელობის ,ანალიზისა და დასკვნის უნარების  განვითარება, გაგება-გააზრების  უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ამაღლება.
    მოსწავლეებს შევთავაზე მათთვის დაძლევადი ქიმიური ექსპერიმენტი, რომელიც მოითხოვდა  საკითხისადმი  საფეხურებრივ  მიდგომას.
   აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმა, პრობლემურ შეკითხვებზე  მსჯელობის საფუძველზე, განსაზღვრეს  ექსპერიმენტის  მოსალოდნელი შედეგები, გამოთქვეს ვარაუდები, გააანალიზეს ერთმანეთის არგუმენტები, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები, განსაზღვრეს ცდისთვის  საჭირო რეაგენტები და ჭურჭელი. დავალებები გადაინაწილეს   ჯგუფებში.
    მოსწავლეებმა, ინსტრუქციის  მიხედვით  იმოქმედეს. მოამზადეს  ნაცრის წყალხსნარი, მიღებული ხსნარი გაფილტრეს, ფილტრატი  შეამოწმეს ინდიკატორი ფენოლფტალეინის  ქაღალდის  ფერის ცვლილებით, რითაც განსაზღვრეს სარეაქციო არეს შედგენილობა.  (ტუტე არეში უფერო  ინდიკატორი ხდება ჟოლოსფერი). შეფერილი ინდიკატორის  ქაღალდი მოათავსეს სასაგნე მინაზე,  დაამატეს მარილმჟავას  ხსნარი, რის შედეგადაც ქაღალდი  გაუფერულდა,  მოსწავლეებმა, ანალიზის საფუძველზე, დაასკვნეს, რომ ტუტესა და მჟავას შორის მოხდა ნეიტრალიზაციის რეაქცია.
    ინსტრუქცია   დაეხმარა მოსწავლეებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოვებოდნენ დასახულ მიზანს. ექსპერიმენტი შევაფასე უნიშნო შეფასებით, გამოვიყენე  განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. რომელშიც  დაწვრილებით იყო გაწერილი ექსპერიმენტის  თითოეული ეტაპის  შეფასების  კრიტერიუმები,  რაც  დაეხმარა  მოსწავლეებს  გაეგოთ, რა გააკეთეს კარგად და რა გაუჭირდათ.
   აქტივობის  დასასრულს გამოვიყენე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ,,გასასვლელი ბარათები,“ რომელშიც მოსწავლეებმა  დააფიქსირეს  თავისი  მოსაზრებები საკითხთან  დაკავშირებით, თუ რა ასწავლა და  გააგებინა ამ კონკრეტულმა  აქტივობამ. (სტრატეგია 3,2,1).
   ცდის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მოსწავლეს  ვაძლევდი ეფექტურ, კონკრეტულ მითითებებს  და ვამხნევებდი  მის  აქტიურ ქმედებებს,  რაც  დადებითად  მოქმედებდა მის  თვითშეფასებაზე.
   აქტივობა  კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე ხედავს თავისი წარმოსახვის, ინტელექტისა  და შემოქმედების პროდუქტს, რაც  მას  შინაგან მოტივაციას უმაღლებს, ზრდის თვითშეფასებას და  რწმენას საკუთარ შესძლებლობებში, ავითარებს, ერთი მხრივ,  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს, მეორე მხრივ კი აცნობიერებს, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი  პროცესის  ორი  ფაზაა.
   მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირი ზრდის მოსწავლეთა რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში და ამაღლებს თვითშეფასებას.
ინტერვენცია  4. ტესტირება
     სასწავლო თემის დასრულების შემდეგ, ჩავატარე ტესტირება, რომლის მიზანი იყო დამედგინა მოსწავლეთა მიერ თემის ათვისების ხარისხი.  ნამუშევრების  შეგროვების შემდეგ,  გავხაზე ყველა არასწორად მონიშნული პასუხი. შევადგინე სტატისტიკა, რომელი საკითხი გაუჭირდა მოსწავლეთა  უმრავლესობას და, ხელმეორედ, განსხვავებული ფორმით ავუხსენი მათ, ტესტირების შემდეგ, ინდივიდუალურად მოვახდინე იმ კითხვების ანალიზი, რომელიც  არასწორედ ჰქონდათ მონიშნული, მივეცი ეფექტური  და კონკრეტული უკუკავშირი. ტესტირებაში გამოვიყენე უნიშნო შეფასება.
   უნიშნი შეფასებები და განმავითარებელი კომენტარები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თვალი ადევნონ თავიანთი  სწავლის პროცესებს, გააცნობიერონ რა გამოსდით კარგად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.
   მოსწავლეზე ორიენტირებული  სასწავლო გარემო,  სადაც შეცდომებისთვის არავინ
ისჯება, ამაღლებს მოსწავლეთა განწყობას და ზრდის თვითშეფასებას.
ინტერვენცია 5 . კრიტიკული  აზროვნების განვითარებისთვის
მეთოდი: პროექტით სწავლება
მიზანი: მოსწავლემ განივითაროს  თვითშეფასების, ინფორმაციის მოძიების და დამუშავების, კვლევის, დაკვირვების, ანალიზის,  პრობლემის გადაჭრის, დასკვნის გამოტანის  უნარ-ჩვევები.
პროექტი:  კოროზია
   მოსწავლეებმა  ჩამოაყალიბეს პროექტის მიზანი, რის შედეგად შეიმუშავეს სამუშაო გეგმა. სამუშაო გადაინაწილეს ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც  დაიყვნენ  ჯგუფებად (3 ჯგ ). ჯგუფებმა   დამოუკიდებლად მოიძიეს  მთთვის საჭირო ინფორმაცია, მოახდინეს  იდეების გენერირება,  შეისწავლეს პრობლემა, შეიმუშავეს  მისი მოგვარების  და გადაჭრის გზა, გაამთლიანეს მასალა და   წარმოადგინეს  პრეზენტაციის  სახით.
   პროექტის განხორციელების  ყველა ეტაპზე  ვიყავი ფასილიტატორის როლში, ვახალისებდი  და  ვამხნევებდი  მოსწავლეთა   აქტიურ ქმედებებს, ვაძლევდი  რჩევებს და ვუსწორებდი შეცდომებს, რაც დადებითად მოქმედებდა მოსწავლეთა თვითშეფასებაზე.
    პროექტი დიფერენცირებული  სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ის ავითარებს, როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, თვითრწმენას, თანამშრომლობას, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ამყარებს საგანთა შორის კავშიებს და  იძლევა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას.
    კვლევის   დასასრულს, ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, ჩავატარე პოსტტესტი (დანართი 7), რომლის მიზანი იყო, დამედგინა გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა აკადემიური უნარები ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად. ტესტირებაში მონაწილეობდა 9 მოსწავლე. ტესტირების რაოდენობრივ მონაცემებს პროცენტულად  წარმოგიდგენთ  დიაგრამის  სახით.










იხ. დიაგრამა 6.პოსტტესტის შედეგები
დიაგრამა.6     პოსტტესტის  შედეგების  შესახებ
   ჩატარებულმა ტესტირებამ მიჩვენა , რომ ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეთა სრული რაოდენობის 22%-მა სწორეად გასცა პასუხი 1-5 საკითხს, 33%-მა  მე- 6-8 საკითხს  და 45%-მა სწორად გასცა პასუხი  მე-9-10  საკითხს.

                4.ინტერვენციის   შედეგების ანალიზი



    ჩემი კვლევის მიზანი იყო,  დამედგინა  მოსწავლეთა დემოტივაციის მიზეზები და განმეხორციელებინა ინტერვენციები მოსწავლეთა  სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით.
    ინტერვენციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ,   ინტერვენციის  შეფასების მიზნით, განვახორციელე  მოსწავლეთა  გამოკითხვა (2 ღია და  3 დახურული კითხვა), (დანართი 4), რაც დამეხმარა  გამეგო,  თუ  რა  ცოდნას  ფლობდენ მოსწავლეები ქიმიის მნიშვნელობისა და საჭიროების   შესახებ  სემინარი/გაკვეთილის  ჩატარებამდე და ჩატარების  შემდეგ.  მოსწავლეთა  გამოკითხვის   შედეგად  მიღებულმა  რაოდენობრივმა  მონაცემებმა   მომცა  შედარების  საშუალება.
იხ. დიაგრაა 7.
კითხვაზე, შეიძინეს თუ არა სემინარზე ქიმიის მნიშვნელობის შესახებ ისეთი ინფორმაცია,რომელსაც მანამდე არ ფლობდნენ.







დიაგრამა7. სემინარამდე არსებული და სემინარის შემდეგ  შეძენილი ინფორმაციის შესახებ
     ინტერვენციის პირველ ეტაპზე მოპოვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე დავადგინე, რომ  სემინარზე მოსმენილი ინფორმაცია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა   გაიაზრეს ქიმიის შესწავლის  საჭიროება და აუცილებლობა, რადგან დარწმუნდნენ, რომ   ქიმიის გარეშე  ცხოვრების პროგრესი შეუძლებელია.
    მსგავსი ტიპის ინტერვენცია განვახორციელე მრავალჯერადად, რადგან ქიმიის უახლესი მიღწევების  გაცნობამ   მოსწავლეებში  გამოიწვია   საგნისადმი  დაინტერესება, მათი გააქტიურება და ჩართულობა  საგაკვეთილო პროცესში, რამაც  შესაბამისად გაზარდა სწავლის მოტივაცია.
    კვლევის მეორე ეტაპზე,  ჩემ მიერ განხორციელებული  ინტერვენციების ეფექტიანობის  შეფასების მიზნით, მოსწავლეებთან გამოვიყენე  კითხვარი, რომელიც  5 დახურული კითხვისგან შედგებოდა(დანართი 5). გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა, რა შედეგი გამოიღო ჩემმა ჩარევამ, აუმაღლდათ თუ არა მოსწავლეებს ქიმიის სწავლის მოტივაცია.
    გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობის აზრით,  საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის მიერ გამოყენებულმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა აამაღლა  მათი ცნობიერება ქიმიის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაზარდა საგნისადმი ინტერესი და გაამარტივა შესასწავლი თემები. მოსწავლეებს აუმაღლდათ საგნის შესწავლის მოტივაცია, რაც  შედეგიანად აისახა  კვლევის დასასრულს ჩატარებულ დიაგნისტიკურ ტესტშიც. თუ პრეტესტში მხოლოდ 2 მოსწავლეს ქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება, კვლევის დასასრულს ჩატარებულ პოსტტესტში  შედეგი  გაუმჯობესდა  და  გახდა  4 მოსწავლე.












იხ დიაგრამა 8: პრეტესტირებისა და პოსტტესტირების შედეგები
დიაგრამა 8.  პრეტესტირებისა და პოსტტესტირების შედეგების შესახებ
   ჩემ მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა, მეტნაკლებად, შედეგი გამოიღო, მოსწავლეთა  დაინტერესება ქიმიის სწავლისადმი მნიშვნელოვნად ამაღლდა ინტერვენციების  განხორციელების შემდეგ. ქიმიის სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით რაოდენობრივი მონაცემები ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდეგ წარმოდგენილია  მე-9 დიაგრამაზე.





იხ.დიაგრამა 9. კითხვაზე  გაქვთ  თუ არა ქიმიის სწავლის  მოტივაცია.
დიაგრამა 9. ქიმიის  სწავლის მოტივაციის შესახებ
    ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, ანალიზის  შედეგად მიღებული მონაცემები გავაცანი კათედრის წევრებს. ვესაუბრე მათ ინტერვენციების შედეგებზე, გამოვხატე მათდამი მადლიერება და პატივისცემა თანამშრომლობისა და პროფესიული რჩევებისთვის, რაც დამეხმარა პრაქტიკის კვლევის წარმართვასა და  პრობლემის მეტნაკლებად დაძლევაში. 
                                            5. დასკვნა
      
         კვლევის შედეგებმა   აჩვენა, რომ  საკვლევი  საკითხი  თანაბრად  საინტერესო  იყო როგორც სკოლის ადმინისტრაციისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვისაც, რადგან შერჩეული საკითხი აქტუალურია  და არც კარგავს აქტუალობას სკოლის ცხოვრებაში,  განსაკუთრებით, საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეებში,  სხვადასხვა საგანთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში  კი ქიმიის შესწავლის დროს.
   პედაგოგები,  რომლებიც  კვლევის  პროცესის ეფექტიანად განხორციელებაში  აქტიურად  თანამშრომლბდნენ ჩემთან, დაეუფლნენ პრაქტიკული კვლევის ჩატარების ცოდნასა და უნარებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ სკოლაში წამოჭრილი პრობლემების  მოგვარებაში.
   აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემ მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა  შეცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულებები ქიმიისადმი, რის საფუძველზეც შემიძლია ვიფიქრო, რომ კვლევა  წარმატებით განხორციელდა.
    ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო შემდეგი დასკვნები:
·         მოსწავლეები აქტიურად ადევნებენ თვალს  ქიმიის სიახლეებს და ქიმიური ტექნოლოგიების განვითარებას.
·         გაიზარდა საგნისადმი ინტერესი შედარებით დაბალი მოტივაციის  მქონე მოსწავლეებშიც, რასაც   ამტკიცებს  რაოდენობრივი  მონაცემების  ანალიზი.
·         საგაკვეთილო პროცესი გახდა სასიამოვნო და ხალისიანი
·          მრავალფეროვანი მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებამ  საგაკვეთილო პროცესში გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, ხელი შეუწყო  მათი  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, გაუადვილათ საგნის შესწავლა, შესძინა  ცოდნის   ტრანსფერის უნარები.
·         ქიმიური  ექსპერიმენტებისთვის  ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებამ  გაზარდა მათი აქტიურობა, ჩართულობა, ინოვაციური და  შემოქმედებითი უნარები, რაც სასწავლო  თემების  უკეთ ათვისებაში დაეხმარათ, გაეზარდათ რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
    აღვნიშნავ,  რომ ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა სკოლისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სკოლის თანამშრომლებთან ერთად, რეალურად შევისწავლე  სკოლისათვის  მეტად  საჭირო  და აქტუალური  პრობლემა  და  შევეცადე მის  გადაჭრას.
   კვლევის შედეგად შევიძინე პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევები, მივიღე  კვლევის ჩატარების გამოცდილება, რის დახმარებითაც შევძლი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესება, ამავე დროს, მაქვს საშუალება, შეძენილუნარ-ჩვევები და გამოცდილება გავუზიარო ჩემს კოლეგებს.
    სკოლაში განხორციელებული კვლევის შედეგების გამოყენება შეიძლება რამდენიმე  მიმართულებით:
* მასწავლებლები, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაინტერესებულნი, შეძლებენ გამოიყენონ  ჩემი  კვლევის  შედეგები  და  მოამზადონ  პრეზენტაცია.
* კოლეგებმა გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ.
* სტუდენტი ან დამწყები მასწავლებელი შეძლებს გაეცნოს კვლევის შედეგებს   და გამოიყენოს თავის პრაქტიკაში კვლევის დაგეგმვისას.
   მიუხედავად იმისა, რომ  განხორციელებულმა  ინტერვენციებმა  დადებითი შედეგი გამოიღო, არ ნიშნავს იმას, რომ საკვლევი პრობლემა ბოლომდე მოგვარებულად მიმაჩნია.
    პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ  პროცესი, რომელიც ქიმიის შესწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას მოიცავს,  მუდმივად საჭიროებს   განახლებას მოსწავლეთა საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

                                          6.რეკომენდაციები



   პრაქტიკის კვლევის განმავობაში შეძენილმა გამოცდილებამ და კვლევის შედეგებმა საშუალება მომცა, რომ  ჩამოვაყალიბო შემდეგი   რეკომენდაციები:
·         საგაკვეთილო პროცესში,  ქიმიის სწავლების საწყისი ეტაპიდანვე   უნდა ვიზრუნო, რომ მეტი სიხშირით  გამოიყენოთ  სწავლების თანამედროვე  მეთოდები და სტრატეგიები, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობები,  საგნის სირთულის დაძლევისა  და მასალის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით.
·          დიფერენცირებული სწავლების  მიდგომების  საფუძველზე,   ეფექტური განმავითარებელი შეფასებების დახმარებით  სისტემატიურად მივაწოდოთ მოსწავლეებს  ეფექტური უკუკავშირი, ავუმაღლოთ მოსწავლეებს თვითშეფასების  უნარები.
·         სწავლა-სწავლების პროცესი  უნდა წარიმართოს მრავალფეროვანი რესურსების, კერძოდ, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
·         მუდმივად შევახსენოთ მოსწავლეებს  ქიმიის შესწავლის აუცილებლობა და დავაინტერესოთ  სიახლეებით, რადგან ქიმიაში მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ  21-ე  საუკუნის  უნარ- ჩვევების  გამომუშავებაში.
·         მოსწავლეებს მეტი სიხშირით შევთავაზო აქტივობები ტრანსფერის უნარების გასავითარებლად.
·         შეძლებისდაგვარად  გავზარდოთ  მშობელთა  ჩართულობა  სასწავლო პროცესში.

                                                     7. რეფლექსია



           ჩემი საკვლევი თემა გახლდათ:  ,,მოტივაციის  ამაღლება    მე-10 კლასის მოსწავლეებში  ქიმიის შესწავლისას.
   კვლევა განხორციელდა ეთიკური ნორმების დაცვით.
    კვლევის ანგარიში, რომელიც 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდა, პრაქტიკის კვლევის გაზიარების მიზნით, წარვუდგინე  კოლეგებს საბუნებისმეტყველო  კათედრაზე.
    კვლევის გაზიარებას ქონდა ინტერაქციული ხასიათი. კოლეგებს  გავაცანი ჩემი კვლევის სათაური, მიზნები, მიმდინარეობა. ასევე   დეტალურად მოვუყევი  ჩემ  მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, ინტერვენციისას გამოყენებული მეთოდებითა და აქტივობებით როგორ გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა,  როგორ აუმაღლდათ მოსწავლეებს  მოტივაცია. კოლეგებისთვის საინტერესო  აღმოჩნდა  კვლევისას   მიღებული  შედეგები  და  დასკვნები.
    პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვლევის პროცესების მიმდინარეობისას, ეტაპობრივად ვახდენდი მიღებული  მონაცემების გაზიარებას საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებთან. კვლევის დასაწყისში  მათთან გამოვიყენე თვისობრივი მეთოდი-ფოკუსჯგუფი, რომლის კითხვების საფუძველზეც  ერთად ვიმსჯელეთ  ამ პრობლემურ საკითხსა და იმ სტრატეგიებზე, რომელიც უფრო ეფექტური  იქნებოდა   ქიმიის  სწავლებისას  მოსწავლეთა  მოტივაციის ასამაღლებლად. მე მათ დეტალურად  გავაცანი კვლევის  ფარგლებში გამოყენებული მეთოდების მიმდინარეობა.
   კვლევამ  იმთავითვე  აღძრა ინტერესი. ბუნებრივია, რომ ჩემი კოლეგები   ადევნებდნენ თვალს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩემი კვლევის პროცესში, რადგან საკვლევი  თემატიკა  მათთვისაც  მნიშვნელოვანი  იყო.
    კოლეგებისთვის  საინტერესო აღმოჩნდა რეკომენდაციები, რომლებიც შევიმუშავე კვლევის დასასრულს. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კოლეგების უკუკავშირი.მათ აღნიშნეს, რომ  კვლევაში  ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდები და აქტივობები საინტერესო იყო    და თავადაც  გამოიყენებენ სასწავლო პროცესში.
    ამასთანავე, გამოთქვეს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ შეიძლებოდა მოტივაციის ამაღლების მიზნით,  კვლევაში  გამომეყენებინა  უფრო  მრავალფეროვანი აქტივობები,
   ასევე,  შემომთავაზეს   გზები, თუ  რისი გაკეთება იქნებოდა   უმჯობესი  კვლევის სრულყოფისთვის. მომეწონა ერთ-ერთი ჩემი კოლეგის რჩევა, იმის შესახებ, რომ  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით კარგი იქნებოდა განმეხორიელებინა  სასწავლო ექსკურსიები და გასვლითი გაკვეთილები (ქარხნებში და ქიმიურ ლაბორატორიებში)
   კოლეგების უკუკავშირი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი  და ეფექტური იყო, გამომდინარე იქიდან,  რომ სასწავლო მეთოდები და აქტივობები მრავალფეროვანი და ამოუწურავია, მოტივავიის შესახებ  საკითხი კი - ყოველთვის აქტუალური, სამომავლოდ, კვლევის დაგეგმვისას, აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვიყენებ მათ რჩევებს, რადგან ვთვლი, რომ მოტივაციის  თემაზე მუშაობა   მოითხოვს  დროში განვითარებას და უწყვეტობას.

                               8.გამოყენებული ლიტერატურა


1)         ბერძენიშვილი ცვიტა.2013. ,,მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები“ (ჟურნალი ,,მასწავლებელი“, 9ოქტომბერი)
2)          ბოჭორიშვილი მანანა.2013.,,ტრანსფერის სწავლება’’ (ჟურნალი ,,მასწავლებელი“ 6 სექტემბერი) (mastsavlebeli.ge/?p=2271)
3)         ეროვნული სასწავლო  გეგმა (2011-2016 წ.წ.).

4)         თიკანაძე ირმა. 2012. ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ქიმიის სწავლებისას“-(ჟურნალი,,მასწავლებელი“,28.მარტი)   (http://mastsavlebeli.ge/?p=3528)

5)         ინგოროყვა ნატო. 2015. ,,კრიტიკული აზროვნების შესახებ“ (ჟურნალი ,,მასწავლებელი“, 2 ოქტომბერი) (http://mastsavlebeli.ge/?p=1577)

6)         კუტალაძე ია. 2010.  ,,ეფექტიანი სწავლება- თეორია და პრაქტიკა“
           თბილისი: გამოცდების ეროვნული ცენტრი
7)         ლობჟანიძე სოფიკო. 2016. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ -ნაწილი II.
8)         სიხარულიძე მარიკა. 2013. ,,სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები“ (ჟურნალი ,,მასწავლებელი“,1 აპრილი)(http://mastsavlebeli.ge/?p=2397)
9)         ტყემალაძე რ., ნ.დალაქიშვილი, ქ. თოფაძე, თ. პაჭკორია, თ. ბუწაშვილი.2008.  ,,სწავლება და შეფასება“.
თბილისი:  ,,საქართველოს მაცნე“.
10) ჯანაშია ნ., ნ.იმედაძე, ს.გორგოძე. 2008.  ,,განვითარებისა და სწავლის თეორიები“.
    თბილისი: ,,საქართველოს მაცნე“
11) ჭყოიძე თეო.2015. ,,სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები“ (ჟურნალი  ,,მასწავლებელი“, 6 იანვარი) (http://mastsavlebeli.ge/?p=1797)
12)ჭუმბურიძე ნათია.2019. ,,თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში“ (ჟურნალი,,მასწავლებელი“,21 თებერვალი)(mastsavlebeli.ge/?p=20579)
       13)  ვულფოლკი,ა .2009. ,,განათლებისფსიქოლოგია“,
თბილისი:  ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/.../ganathlebis-phsiqologia.pdf
      14) მილსი, ჯეფრი ი. სამოქმედო კვლევა ,,სახელმძღვანელო მკვლევარ პედაგოგთათვის“,მესამე გამოცემა.

15) პეტერ  ბ., ჰოლი კრაიდერი,ელენა ლოპესი, 2010. ,,განათლების მუშაკთა მომზადება ბავშვების სწავლის პროცესში ოჯახების ჩასართავად“, სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი: ,,დიოგენე“






 

 

დანართი 1



კითხვარი    მოსწავლეების   ანკეტირებისთვის
მოგესალმებით , პედაგოგიური პრაქტიკის გაუმგობესების მიზნით, მსურს, ჩავატარო  მოსწავლეთა   წერილობითი გამოკითხვა მე-10 კლასში ქიმიის შესწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით.გამოკითხვა ანონიმურია და სახელისა და გვარის მითითება საჭირო არ არის.მადლობა თანამშრომლობისთვის.კითხვარი შეიცავს 12 კითხვას (8-ღია და 4-დახურეული)
1.გაქვს თუ არა ქიმიის შესწავლის მოტივაცია?
     ა)დიახ      ბ)მეტნაკლებად      გ)არა
2.   რამდენად კმაყოფილი ხართ სასწავლო მასალით   და    სახელმძღვანელოთი ქიმიაში?  
     ა)კმაყოფილი ვარ             გ)  მეტნაკლებად  კმაყოფილი ვარ       გ)უკმაყოფილო ვარ.
3.საგაკვეთილო პროცესში იყენებთ თუ არა  მრავალფეროვან რესურსებს?
    ა)ყოველთვის     ბ)ხშირად     გ) იშვიათად      დ) არასდროს
4.   გამოიყენებთ თუ არა ქიმიაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში?
ა)ყოველთვის გამოვიყენებ    ბ)მეტნაკლებად გამოვიყენებ     გ) ვერ გამოვიყენებ
5.   რას შეცვლიდით  ქიმიის გაკვეთილზე
6. თქვენი აზრით,  გეხმარებათ თუ არა მასწავლებლის ეფექტიანი   უკუკავშირი   მოტივაციის ამაღლებაში? 
7.საჭიროა თუ არა ქიმიის ცოდნა ყოველდღიურ  ცხოვრებაში  და რატომ?
8.თქვენი აზრით,  როგორ  უნდა გაიზარდოს  მოსწავლეთა  ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში?
9.რამდენად მნიშვნელოვანია ქიმიის გავეთილზე ისტ-ის გამოყენება?
10.თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ქიმიაში მიღებული ცოდნის დაკავშირება მონათესავე  საგნებთან? როგორ?
11.რამდენად  მნიშვნელოვანია   ქიმიის  გაკვეთილზე   ცდების  ჩატარება?
12.რამდენად მნიშვნელოვანია სწავლის მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე?
---------------------------------------------------------------------------------------------------




 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2



კითხვარი    მშობლების   ანკეტირებისთვის
მოგესალმებით,  პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მსურს, ჩავატარო  მოსწავლეთა  გამოკითხვა მე-10 კლასში ქიმიის შესწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით. გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ  გამოკითხვაში. გამოკითხვა ანონიმურია,  სახელისა და გვარის მითითება საჭირო არ არის.მ ადლობა თანამშრომლობისთვის.
1.არის თუ არა მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა პოზიტიური?
ა)დიახ ბ) არა გ) ნაწილობრივ
2. აინტერესებს თუ არა თქვენს   შვილს ქიმია,როგორც საგანი?
ა) დიახ         ბ) არა             გ) ნაწილობრივ
3.იღებთ თუ არა სისტემატიურად  მასწავლებლისგან ეფექტურ  უკუკავშირს?
ა)დიახ        ბ)არა       გ)ნაწილობრივ.
4. ეხმარებით  თუ  არა  თქვენს  შვილს  ქიმიის  დავალებების  მომზადებაში?
ა)დიახ  ბ)ნაწილობრივ  გ)არა
5.თვლით, თუ არ რომ ქიმიაში მიღებულ  ცოდნას  თქვენი შვილი გამოიყენებს  ცხოვრებაში?
ა)დიახ       ბ )მეტნაკლებად     ა)არა.
6.როგორ ფიქრობთ, რითია გამოწვეული   საგაკვეთილო პროცესში თქვენი შვილის  ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი? 
7.თქვენი აზრით ,  რამდენად   მნიშვნელოვანია მშობლის როლი სასწალო პროცესში?
8.როგორ ფიქრობთ,როგორ უნდა გავზარდოთ თქვენი შვილის   დაინტერესება  ქიმიის შესწავლისადმი?

დანართი 3.



ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან
1.  როგორ ავამაღლო მოსწავლეთა ცნობიერება ქიმიის საჭიროების შესახებ პრაქტიკაში ?
2.  როგორ ავამაღლო ქიმიის შესწავლის მოტივაცია?
3. როგორ გეხმარებათ ისტ-ის აქტიური გამოყენება გაკვეთილზე?
4.როგორ გავლენას ახდენს მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებზე?
5.თქვენი აზრთ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა შვილების სასკოლო ცხოვრებაში?
ფოკუსჯგუფი მშობლებისთვის
1.როგორ ფიქრობთ, რამდენად  საჭიროა მშობლის ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში?-------
2 თქვენი აზრით,რატომ არ იჩენს თქვენი შვილი ქიმიის საგნისადმი ინტერესს?---
3 როგორ ფიქრობთ ,გამოიყენებს თუ არა  თქვენი შვილი ქიმიის ცოდნას ყოველდღიური  ცხოვრებაში?
4  თქვენი აზრით,რა შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესში თქვენი შვილის დაბალი -ჩართულობის მიზეზი?
5.როგორია თქვენი(ოჯახის წევრების) დამოკიდებულება ქიმიის შესწავლის მიმართ?

ფოკუსჯგუფი მოსწავლეებისთვის   
1.რას შეცვლიდით ქიმიის გაკვეთილზე?
2.საჭიროა თუ არა ქიმიის ცოდნა ყოველდღიური ცხოვრებაში?
3.რამდენად მნიშვნელოვანია ქიმიის გაკვეთილზე რესურსების გამოყენება?
4.რატომ არ გაინტერესებთ ქიმია,როგორც საგანი?
5.როგორ  გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში?
 კითხვები ინტერვენციის პირველი ეტაპზე  დაგეგმილი სემინარი/გაკვეთილის შეფასებისთვის
1.ფლობდით თუ არა ინფორმაციას ქიმიის მნიშვნელობის შესახებ სემინარის ჩატარებამდე??
    ა)დიახ     ბ) არა     გ)ნაწილობრივ
2.მნიშვნელოვანი იყო თუ არა თქვენთვის  სემინარზე მიღებული ინფორმაცია ?
 ა)დიახ   ბ) არა      გ)ნაწილობრივ
3.როგორ ფიქრობთ,სემინარზე მიღებული ინფორმაციას  გამოიყენებთ პრაქტიკაში?
    ა)დიახ      ბ)არა      გ)ნაწილობრივ
4.თქვენი აზრით, შეძლებთ ქიმიაში მიღებული  ცოდნის გამოყენებას სხვა საგნებში?

5.როგორ ფიქრობთ, სემინარზე მოსმენილი ინფორმაცია აგიმაღლებთ   ქიმიის შესწავლის მოტივაციას?


დანართი 5


კითხვარი ინტერვენციის მეორე ეტაპის შეფასებისთვის


1.გაქვს თუ არა ქიმიის შესწავლის მოტივაცია?
     ა)დიახ      ბ)მეტნაკლებად      გ)არა
2.თვლით  თუ არა,  რომ, მრავალფეროვანი აქტივობები ხელს უწყობს ქიმიის შესწავლის ეფექტიანობას?
ა) დიახ;      ბ)    ნაწილობრივ;    გ)არა;
3.მნიშვნელოვანია თუ არა ისტი-ის გამოყენება  ქიმიის გაკვეთილზე?
ა)   დიახ  ;  ბ) მეტნაკლებად ;     გ) არა;
4.გამოიყენებთ თუ არა ქიმიაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში?
ა)დიახ ;     ბ) მეტნაკლებად;    გ) არა;
5.მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირი ზრდის თუ არა სწავლის მოტივაციას?
ა) დიახ;   ბ)ნაწილობრივ ;  გ)არა;









დანართი 6

 

პრეტესტი


1      მოცემული    მოვლენებიდან   რომელია   ქიმიური     მოვლენა?
) წყლის    დუღილი;     ) წყლის გაყინვა:     ) სანთლის დნობა:      ) სანთლიწვა;
2      ჰაერის   რომელი     კომპონენტი   შედის     წვის   რეაქციაში?
) ნახშირორჟანგი,      ) წყლის    ორთქლი,     ) ჟანგბადი ,      ) აზოტი
3      მოცემული      ნივთიერებებიდან     რომელია     მჟავა?
) H2O) HCl   ) CO2) NaCl
4      რამდენი     ატომია      გოგირდმჟავას       მოლეკულაში?  H2SO4
) 3 ატომი ბ) 6 ატომიგ) 7 ატომიდ) 8 ატომი
5      რომელი   ელემენტი მდებარეობს  პერიოდული სისტემის მე-2 პერიოდსა  და   მე-4 ჯგუფში?
) ქრომი,      ) კალციუმი ,    ) ნახშირბადი,   ) თუთია
6      რომელია   ნახშირბადის   ქიმიური     სიმბოლო?   ) Na    ) N    ) Ca     ) C
 7.რომელი    ტიპის    ქიმიური   რეაქციაა    გამოსახული    შემდეგი   სქემით: A ® B + C
) შეერთების   ) დაშლის    ) ჩანაცვლების     ) მიმოცვლის
8.  NaCl არის  ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება  ოველდღიურ ცხოვრებაში. ამ  ნივთიერებასუფრის მარილს უწოდებენ.  რომელია მისი ქიმიური სახელწოდება?
)ნატრიუმის   ქლორიდი;       )  ნატრიუმის  კარბონატი ;    )ნატრიუმის სულფატი;
9.მოცემულია სქემა: მეტალი®ფუძეოქსიდი®ტუტე ჩამონათვალიდან რომელი შეესაბამება   მოცემულ    სქემას?
) Na ® Na2O ® NaOH) Na ® NaOH ® Na2O
) Na ® Na2O ® NaCl ) Na ® NaOH ® NaCl
10. მეტალები,რომლებიც აძევებს წყალბადს მჟავებიდან მოთავსებულია მწკრივში
 1)Mg;Zn;Fe;   2)Au; Ag;Al;        3)Mg;Ag;Hg        4)  Cu;   Au; Pt
















დანართი 7

 

პოსტტესტი


1.რა სახის ბმაა   Cl2-ის  მოლეკულაში?
ა)კოვალენტურ-პოლარული;  ბ)კოვალენტურ არაპოლარული   გ)იონური   დ)წყალბადური
2  .გოგირდის ჟანგვის რიცხვი ნაერთში-H2S  არის;
)-2  ბ)+2 გ)+1  დ) -4
3.    რომელი მსჯელობაა   სწორი; ა)ორ ატომს შორის შეიძლება დამყარდეს სამი  პი ბმა
ბ)ორ ატომს შორის შეიძლება დამყარდეს ორი სიგმა ბმა
გ)ორ ატომს შორის ,სადაც ერთი პი ბმაა,შესაძლოა არსებობდეს ერთი  სიგმა ბმა.
დ)ორ ატომს შორის შეიძლება დამყარდეს ორი პი ბმა
4.მჟანგავი უნარი აქვს
ა)HCl;   ბ)NH ;  3გ)H 2 S ;   დ)HNO 3
5.  რომელ ნაერთშია აზოტის ჟანგვის რიცხვი მინიმალური
ა)NH 3  ბ)HNO 3   გ)HI  დ)HCl
6.აზოტმჟავაში   HNO3  აზოტის ჟანგვის
ხარისხი არის
 ა)+5    ბ)+4      გ)+1      დ) -5
7.    მოცემულია ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია
H2S+O2=H2O+ SO2
შეადგინეთ  ელექტრონული  ბალანსი:
გაათანაბრეთ  რეაქცია  და მიუთითეთ მჟანგავი და აღმდგენი
8.   მოცემულია რეაქცია
Cu(OH) 2 +H2SO 4= CuSO 4 +H 2 O
გაათანაბრეთ   რეაქცია და დაწერეთ სრული და შეკვეცილი იონური
ტოლობები.
შეადგინეთ   მოლეკულური და სრული იონური ტოლობები
9.   შეადგინეთ  ა) Ba(NO 3 )2 წყალხსნარის
ელექტროლიზი
10.  190 გრამ 18% იან ხსნარს დაამატეს 390 გრამი 38% იანი ხსნარი,მიღებულ ხსნარში გაიგეთ გახსნილი ნივთიერების მასური წილი.